workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გუნდი ვალენსიაშია

გუნდი ვალენსიაშია

 

“ბარსელონას” პირველი გუნდი უკვე ვალენსიაში იმყოფება. გუნდმა ბარსელონა 11:30 საათზე დატოვა და 12:10 საათზე უკვე ვალენსიაში იმყოფებოდა, სადაც დღეს ღამით ადგილობრივ “ლევანტეს” დაუპირისპირდება. გუნდის დელეგაციაში იმყოფებიან დირექტორები, ანტონი ფრეიშა და პილარ გიუნოვარტი, ასევე გუნდის სპორტული დირექტორი, ანდონი სუბისარეტა.

ადგილზე ჩასვლისთანავე გუნდი სასტუმრო “The Westin”–ში დაბინავდა, სადაც ფეხბურთელები შეხვედრის დაწყებამდე დაისვენებენ. “სიუტატ ვალენსიაზე” მატჩის დასრულებისთანავე გუნდი ბარსელონაში დაბრუნდება.

დღევანდელი მგზავრობისას სიახლე იყო. საქმე ისაა, რომ გუნდის ფეხბურთელებს ახალი ფორმები დაურიგდათ, ამიტომაც დღეს მოთამაშეებს ახალი ქურთუკები და სვიტრები ეცვათ. ეს გადაწყვეტილება “NIKE”–მა მიიღო.

 

სურათები:


sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward