რუსეთიდან დაბრუნების შემდეგ შუადღით გუნდმა ვარჯიში გამართა. სასიხარულო ცნობები არის “სიუტატ ესპორტივადან”, სადაც დღეს თანაგუნდელებთან ერთად ტიაგო ალკანტარა და ადრიანო კორეია. ტიაგომ დაზიანება 29 სექტემბერს, “სევილიასთან” მატჩში მიიღო. ადრინო კი 3 ნოემბერს, “სელტასთან” შეხვედრაში დაშავდა.
ვარჯიში ფილიალთან ერთად
ოთხშაბათის ვარჯიში პირველი გუნდის წევრებმა ეუსებიო საქრისტიანის “ბარსელონა ბ”–სთან ერთად ჩაატარეს. ის მოთამაშეები, რომლებიც მოსკოვის “სპარტაკთან” შეხვედრაში ძირითადში იყვნენ აღდგენით სამუშაოებს ასრულებდნენ. ფეხბურთელებს ტიტო ვილანოვას გადაწყვეტილებით 2 დღიანი დასვენების უფლება ექნებათ.
სურათები:



