“ბარსელონას” ვიცე–პრეზიდენტიმა, ხავიერ ფაუსმა განაცხადა, რომ არანაირ პირობებზე ისინი არ აპირებენ ლეო მესის სხვა გუნდში გაშვებას და ასევე ისაუბრა გუნდის ყოფილ მთავარ მწვრთნელებთან ურთიერთობებზე.
– როცა კრუიფმა “ბარსელონა” ჩაიბარა ის პირველი გუნდის გარდა დიდ ყურადღებას უთმობდა აკადემიის განვითარებას. ამ მიმართულებით ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგა ლუი ვან გაალმა. თქვენი აზრით ჩავი სტაბილურად ძირითად შემადგენლობაში ვინ დააყენა? ზუსტად ვან გაალმა ერთხელ თქვა: “ერთხელაც მოედანზე ჩვენ “ბარსელონას” 11 აღზრდილს ვიხილავთ“. ჰოლანდიელმა წინასწარ დაიხანა ჩვენი მომავალი.
– აგრძელებს კლუბი ყოფილ მწვრთნელებმა, იოჰან კრუიფთან და ლუი ვან გაალთან ურთიერთობას? ან ფრანკ რაიკაარდთან და პეპ გვარდიოლასთან?
– რაიკაარდთან ძალიან. ვან გაალთან და გვარდიოლასთან კი. ღიად რომ გითხრათ კრუიფთან ნაკლებად მეგობრული ურთიერთობა გვაქვს. მასთან მტრული ურთიერთობა არ გვაქვს, მაგრამ არა ისე მეგობრული, როგორც სხვა მწვრთნელებთან.
– გახსოვთ, კრუიფმა ლეო მესი რომ გააკრიტიკა, ასეთი დონის ვარსკვლავი ინგლისურ ენას არ სწავლობსო?
– მთავარია, რომ მესი ყოველ დღე აგრძელებს ფეხბურთის ენის სწავლას (იცინის). ჩვენთვის ეს საკმარისია. ვიმედოვნებ, რომ ის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი გახდება.
– “ბარსელონაში” მესი უფრო გამორჩეულ მოთამაშედ მიაჩნიათ, ვიდრე პელე, რომლის რეკორდიც კალენდარულ წელს გატანილი გოლების რაოდენობით არგენტინელმა უკვე დაამხო...
– ჩემი პირადი აზრია, რომ ის უკვე მსოფლიოს ყველა დროის უძლიერესი მოთამაშეა.
– არსებობს თეორიული შანსი, რომ “ბარსა” მას გაყიდის?
– არა!
– ახლა ხომ ფინანსურად შეუზღუდავი კლუბები გამოჩდნენ – “ანჟი”, “პსჟ”...
– არავითარი პირობით ჩვენ მესის არ გავყიდით.
– კარიერის ბოლომდე?
– ჩვენ ნათელი მიზანი გვაქვს – მესი კლუბში კარიერის დასრულებამდე შევინარჩუნოთ.
– და შემდეგ? ის კლუბში თანამდებობაზე დარჩება?
– ლეომ უკვე არაერთხელ თქვა, რომ კარიერის დასრულების შემდეგ არგენტინაში სურს ცხოვრება, რათა მუდმივად ოჯახთან ერთად იყოს. მე კი მიმაჩნია, რომ კარიერის დასრულების შემდეგაც მას “ბარსელონაში” დარჩენა მოუნდება.