მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონას” პრეზიდენტმა ნეიმარის მამასთან მოლაპარაკებები გამართა

“ბარსელონას” პრეზიდენტმა ნეიმარის მამასთან მოლაპარაკებები გამართა

 

გასულ კვირას “ბარსელონას” პრეზიდენტმა, სანდრო როსელმა გასულ კვირას “სანტოსის” თავდამსხმელი, ნეიმარის მამასთან გამართა მოლაპარაკებები, იტყობინება “Fox Sports”.

 

შეხვედრა ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიმართა, სადაც ბრაზილიის ნაკრები ამხანაგურ შეხვედრას ატარებდა კოლუმბიასთან. მოლაპარაკების დეტალები ჯერ–ჯერობით არ ხმაურდება.

 

შეგახსენებთ, რომ ადრე გავრცელოდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც “ბარსელონამ” ბრაზილიურ კლუბს წინასწარ გადაუხადა 10 მილიონი ევრო, რითაც კატალონიელებმა ფეხბურთელის შეძენისთვის სერიოზული ნაბიჯები გადადგეს წინ.

 

ბრაზილიის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში ნეიმარმა 16 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 12 გოლის გატანა შეძლო.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში