მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“სპარტაკი” – “ბარსელონა”. მატჩს ხორვატი ბებეკი განსჯის

“სპარტაკი” – “ბარსელონა”. მატჩს ხორვატი ბებეკი განსჯის

უეფას ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურის მატჩში, “სპარტაკი” – “ბარსელონას” შეხვედრას ხორვატიელთა ბრიგადა განსჯის. ინფრომაციას “ლურჯ-ბროწეულისფერთა” ოფიციალური საიტი ადასტურებს. 

 

მატჩის მთავარი არბიტრი ხორვატი ივან ბებეკი იქნება, მისი დამხმარე მსაჯები ხაზზე კი – ტომისლავ პეტროვიჩი და მირო გრგიჩი, მთავარი არბიტრის ასისტენტები – დომაგოი ვუჩკოვი და გორან გაბრილო იქნებიან. 

 

აქვე გეტყვით, რომ ხორვატმა მსაჯმა ივან ბებეკმა მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე უკვე განსაჯა ერთი მატჩი “ზენიტი” – “ანდერლეხტის” დაპირისპირება, რომელიც ოქტომბერში გაიმართა, შეხვედრა რუსებმა მოიგეს (1:0). 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში