workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩავი ერნანდესი – პასების ოსტატი

ჩავი ერნანდესი – პასების ოსტატი

 

ჩავი ერნანდესი ევროპის წამყვან 5 ჩემპიონატში საუკეთესო შედეგის მსფლობელია. მას უკვე 1000–ზე მეტი გადაცემა აქვს გაკეთებული, საიდანაც 95.45% ზუსტია.

 

“არსენალის” ბასკი ნახევარმცველი, მიკელ არტეტა ამ რეიტინგში მეორე პოზიციაზე იმყოფება, რომელსაც უკვე 994 ზუსტი გადაცემა აქვს შესრულებული. მესამე პოზიციაზე “მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველი, კერიკი იმყოფება (936). მეოთხე ადგილზე ყოფილი “ბარსელონელი”, ამჟამად კი “მანჩესტერ სიტის” ერთ–ერთი ლიდერი, იაია ტურე იმყოფება (934). მე–5 და მე–6 პოზიციები სერხიო ბუსკეტსს (841) და სესკ ფაბრეგასს (796) უჭირავთ შესაბამისად.

 

ჩავი ასევე პირველ პოზიციაზე იმყოფება პროცენტულად ზუსტი გადაცემებით (95.45%). მეორე პოზიციაზე აქაც მიკელ არტეტაა (93.26%). მესამე ადგილზე დანტე იმყოფება (92.44%), მე–4 პოზიციაზე ჯო ალენი არის (91.36%), ხოლო მე–5 პოზიცია სერხიო ბუსკეტსს ეკუთვნის (91.32%).

 

ჩავის გადაცემები ტურების მიხედვით

 

კვირა 1 – 124 გადაცემა, 121 წარმატებული

კვირა 2 – 23 გადაცემა, ყველა ზუსტი

კვირა 3 – 118 გადაცემა, 115 წარმატებული

კვირა 4 – 102 გადაცემა, 95  წარმატებული

კვირა 5 – 60 გადაცემა, 59  წარმატებული

კვირა 6 – 103 გადაცემა, 98  წარმატებული

კვირა 7 – 121 გადაცემა, 116  წარმატებული

კვირა 8 – 48 გადაცემა, 46  წარმატებული

კვირა 9 – 62 გადაცემა, 57  წარმატებული

კვირა 10 – 130 გადაცემა, 127  წარმატებული

კვირა 11 – 164 გადაცემა, 150  წარმატებული

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward