მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

 

ტიტო ვილანოვამ დღეს “სარაგოსასთან” მატჩისთვის გუნდის მომზადება დაიწყო. ის ფეხბურთელები, რომლებიც სამაკრებო შეხვედრებში მონაწილეობდნენ მოედანზე მსუბუქად იტვირთებოდნენ, ხოლო ლეო მესი და დავიდ ვილია დარბაზში ვარჯიშობდნენ. დანი ალვესმა დროზე ჩამოსვლა ვერ მოასწრო, ამიტომაც ის გუნდთან ერთად ვარჯიშს ხვალ განაახლებს, დღეს კი დარბაზში დაიტვირთა.

 

“სიუტატ ესპორტივაზე” გამართულ სესიაში მონაწილეობას ღებულობდნენ ტელიო, რაფინია, სერხი გომესი და ბანუსი. ტრავმირებულები ადრიანო კორეია და ტიაგო ალკანტარა მოედანზე, თაბაგუნდელებისგან განცალკევებით იტვირთებოდნენ.

 

გუნდი მომავალ სავარჯიშო სესია ხვალ გამართავს. ვარჯიშის დასრულების შემდეგ ტიტო ვილანოვა პრეს–კონფერენციას გამართავს. 

 

სურათები:

 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში