ცნობილ არგენტინელს უკვე არაერთი მიღწევა აქვს, თუმცა მომავალ შეხვედრებში ლეო მესის ახალი გამოწვევები ელის.
– 6 გოლი სესარის რეკორდამდე. ლეო მესის მხოლოდ 6 გოლის გატანა სჭირდება, რათა “ბარსელონას” რიგებში პრიმერას საუკეთესო ბომბარდირს, სესარ როდრიგესს დაეწიოს. ახლა არგენტინელის ანგარიშზე 184 გოლია და თუკი სვლას არ შეაჩერებს, მაშინ უპრობლემოდ მოხსნის ამ რეკორდს.
– 7 გოლი პრიმერას პირველი წრის საუკეთესო ბომბარიდის წოდებისთვის. საუკეთესო მაჩვენებელი პრიმერას 19 ტურის შემდეგ ლეო მესის ეკუთვნის, რომელმაც გასულ სეზონში 22 გოლის გატანა შეძლო. ამჟამად “ბარსას” ლიდერს 15 გოლი აქვს გატანილი და დარჩენილ 8 ტურში რეკორდის გასამეორებლად მას 7 გოლი სჭირდება.
– 10 გოლი მიულერის რეკორდამდე. პელეს რეკორდის მოხსნის შემდეგ, რომელსაც 75 გოლი ჰქონდა გატანილი ახლა არგენტინელი გერ მიულერის მიღწევის გაუმჯობესებას შეეცდება, რომელმაც 1982 წელს 85 გოლის გატანა მოახერხა.
– 1 გოლი დი სტეფანომდე კლასიკოში. უკანასკნელ კლასიკოში შესრულებული დუბლის წყალობით ლეო ძალიან მიუახლოვდა ელ კლასიკოების საუკეთესო ბომბარდირს, ალფრედო დი სტეფანოს. ამ გუნდების შემდეგ დაპირისპირება შესაძლოა იანვარში, სამეფო თასის 1/2 ფინალში შედგეს.
– 74 გოლი ალკანტარას რეკორდამდე. პირველ რიგში ეს დროის საკითხია. თუკი მესიმ (295) შეძლო სესარის მიღწევის გაუმჯობესება, მაშინ მას ყველა შანსი აქვს, რომ ლეგენდარული პაულინიო ალკანტარას რეკორდი მოხსნას, რომელმაც ამხანაგური შეხვედრების ჩათვლით “ბარსას” რიგებში 369 გოლი გატანა მოახერხა.
– 67 გოლი ტელიო ზარას რეკორდამდე, რომელიც პრიმერას საუკეთესო ბომბარდირია. მესი 184 გოლით უკვე პრიმერას საუკეთესო ბომბარდირთა 10–ეულში იმყოფება. საუკეთესო ბომბარდირამდე მას 67 გოლი აშორებს. სანამ არგენტინელი ვარსკვლავი ამ ნიშნულს მიაღწევს, მას რეიტინგში წინსვლის შანსი აქვს და უახლოეს მომავალში გადაუსწრებს სანტილიანას (186) და მუნდოს (195).
– 17 გოლი რაულამდე, ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირამდე. ამჟამად ლეო მესამე პოზიციაზე იმყოფება და ჩამორჩება რუდ ვან ნისტელროის (56) და თავისთავად რაულდ (71).


