კანტერას უხვგოლიანი ფრე

კანტერას უხვგოლიანი ფრე

“ბარსელონა ბ” დღეს ლიგა ადელანტეს მატჩში “ნუნამსიას” დაუპირისპირდა და ანგარიშით 3:3 დასრულდა.

 

პირველი გოლი კატალონიელებმა გაიტანეს. დეულოფეუმ საჯარიმოში შესანიშნავი მოძრაობებით რამდენიმე მცველი ჩამოიშორა, ზუსტი პასი გააკეთა და ლობატომ საკუთარი გუნდი დააწინაურა. ეს პირველი ტაიმის 21-ე წუთებზე მოხდა. პირველმა ტაიმმა ამავე ანგარიშით ჩაიარა. 

 

მეორე ტაიმში 53-ე წუთზე, “ნუმანსიამ” ანგარიში გაათანაბრა. პორკეტმა თანაგუდელის გრძელი პასი გამოიყენა და გუნდს გამარჯვების იმედი მისცა. 72-ე წუთზე სერხი გომესი უხეშობისათვის გააძევეს, მალევე კი 83-ე წუთზე “ნუმანსია” დაწინაურდა. გოლი გუნდის კაპიტანმა ხავიერ დელ პინომ გაიტანა, მეკარისგან მარჯვენა კუთხეში. კატალონიელებმა წონასწორობა მალევე აღადგინეს ლუის ალბერტომ შესანიშნავი დარტყმით ძელიდან ასხლეტილი ბურთი კარებში გაიტანა და კიდევ უფრო მალე დაწინაურდა “ნუმანსია”. შეტევაში გადასულმა ხუანხომ თავური დარტყმით მატჩის ანგარიში 3-2 დააფიქსირა. კატალონიელები არ დანებდნენ და ანგარიში მატჩის მიწურულს პენალტის ნიშნულიდან გაიტანეს. გოლი აქტივში დავიდ ლომბანმა ჩაიწერა. 

 

კიდევ ერთი “ბარსასთვის” არასასამოვნო ფაქტი მოხდა. მოედნიდან გააძევეს კატალონიელთა მეორე ფეხბურთელი რაფინია ალკანტარა, ტიაგო ალკანტარას ძმა. მატჩის დასრულების შემდეგ, “ბარსელონას” ახალგაზრდა ფეხბურთელებმა მცირე აყალმაყალი ატეხეს მსაჯებთან დაკავშირებით, ყველაზე აქტიური კი გუნდის 1 ნომერი გოლკიპერი ოიერი გახლდათ. 

 

ამგვარად “ბარსელონა ბ” სეგუნდა დივიზიონში 12 ქულით 6 ადგილზე იმყოფება. იგივე რაოდენობის ქულა აქვს “რეალ მადრიდ კასტილიასაც”, თუმცა მადრიდელებს კიდევ ერთი მატჩი აქვთ ჩასატარებელი. პრიმერა დივიზიონის მსგავსად სეგუნდაშიც ამ ორ გუნდს დიდი ბრძოლა აქვს გაჩაღებული .

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია