სანქტ-პეტერბურგის “ზენიტის” ბრაზილიელმა თავდამსხმელმა ჰალკმა განაცხადა, რომ “ოქროს ბურთი ფიფა – 2012” არგენტინელ თავდამსხმელს და კატალონიის “ბარსელონას” შემტევს ლიონელ მესის უნდა გადაეცეს, ხოლო წლის საუკეთესო მწვრთნელის ჯილდო კი იტალიელ რობერტო დი მატეოს.
“მესი – საუკეთესოა. რონალდუც ძალიან ბევრ გოლს იტანს და ასევე გადამწყვეტ როლს თამაშობს საკუთარი გუნდისთვის, მაგრამ მე ხმას მესის მივცემდი. რაც შეეხება წლის მწვრთნელს, აქ ჩემი არჩევანი – რობერტო დი მატეოა. იგი “ჩელსის” სეზონის მიწურულს ჩაუდგა სათავეში, დაამარცხა “ბარსელონა” და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულიც გახდა.” – ციტირებს ჰალკის სიტყვებს პორტუგალიური ინტერნეტ-გამოცემა.
შეგახსნებთ, რომ გამარჯვებულთა ვინაობა 2013 წლის 7 იანვარს გახდება ცნობილი, შვეიცარიის ქალაქ ციურიხში.



