მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გალიანი: “არასდროს შევხვედრივარ გვარდიოლას ძმას და თანაშემწეს”

გალიანი: “არასდროს შევხვედრივარ გვარდიოლას ძმას და თანაშემწეს”

 

“მილანის” ვიცე–პრეზიდენტმა, ადრიანო გალიანიმ კომენტარი გააკეთა გუშინ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც ის პეპ გვარდიოლას ძმას და თანაშემწეს შეხვდა.

 

“გუნდმა უკვე უარყო ყველანაირი ინფორმაცია ჩემი გვარდიოლას წარმომადგენლებთან შეხვედრის შესახებ, თუმცა პრესაში ამ თემაზე საუბარი კვლავ გრძელდება. ამიტომ კიდევ ერთელ ვაცხადებ: მე არასდროს შევხვედრივარ პეპ გვარდიოლას ძმას და თანაშემწეს” – განაცხადა გალიანიმ “Football Italia”–სთან საუბრისას.

 

შეგახსენებთ, რომ გუშინ გავრცელდა ცნობას იმის შესახებ, რომ მილანში იმართებოდა შეხვედრა ადრიანო გალიანის და პეპ გვარდიოლას წარმომადგენლებს შორის, სადაც ესპანელი სპეციალისტის 2013 წლის ზაფხულში “მილანის” ჩაბარების საკითხი განიხილებოდა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში