ლეგენდარულმა პორტუგალიელმა ფეხბურთელმა და პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ექს-მოთამაშემ, ლუიშ ფიგუმ “ოქროს ბურთის” პრეტენდენტებზე ისაუბრა.
“მე ვფიქრობ, რომ მესისა და რონალდუს ერთმანეთთან შედარება უბრალოდ არ შეიძლება. ასეთ უმაღლეს დონეზე მათი ერთმანეთთან შედარება არაობიექტური იქნება. ერთმა უნდა მოიგოს მეორემ კი უნდა წააგოს. საჭიროა მათგან საუკეთესო შეირჩეს.
თუ გუნდებზე ვისაუბრებთ, მაშინ აუცილებლად მოგვინდება ეს ფეხბურთელები განსხვავებულ ასპექტში ვიხილოთ, ისინი ეჭვგარეშე შეძლებენ ეფექტი მოახდინონ თქვენზე და ასევე ბევრი გოლსაც გაიტანენ.
ჩემი აზრით, ისინი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ფეხბურთელები არიან, რომლებიც ასევე სტილით განსხვავებულ გუნდებში გამოდიან.
მაშინ, როცა მე “ოქროს ბურთი” მოვიგე, მთავარი პრეტენდენტი 10-15 ფეხბურთელი იყო, ახლა კი ეს რიცხვი 4-5 ფეხბურთელამდე დავარდა.” – ციტირებს ფიგუს სიტყვებს Goal.com.



