მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

 

”ბარსელონას” პრეზიდენტმა, სანდრო როსელმა გადაწყვიტა ესპანეთის ჩემპიონატის და ჩემპიონთა ლიგის ფორმატში რევოლუცია მოახდინოს.

 

პროექტის თანახმად ესპანურ პრიმერაში გუნდების რაოდენობა 16-ამდე შემცირდება, ხოლო აქედან ჩემპიონთა ლიგის საგზურს 8 გუნდი მოიპოვებს (6 პირდაპირ). ამას გარდა კატალონიური კლუბის პრეზიდენტი თვლის, რომ ჩემპიონთა ლიგაში მონაწილე გუნდების რაოდენობა 64 უნდა გახდეს.

 

გუნდები, რომლებიც პრიმერაში 9-12 ადგილებს დაიკავებენ ევროპა ლიგაში იასპარეზებენ. გარანტირებული დაქვეითება სეგუნდა დივიზიონში მხოლოდ უკანასკენლ ადგილზე გასულ გუნდს ელის, ხოლო გუნდებს, რომლებიც 13-15 პოზიციებს დაიკავებენ პრიმერაში ადგილის შენარჩუნება გადათამაშების გზით შეეძლებათ. ესპანეთის მეორე დივიზიონს ამ გეგმით ასევე შეცვლა ელის, მას ორ ჯგუფად გაყოფენ, სადაც 16-16 გუნდი იასპარეზებს.

 

ამჟამად პრიმერაში 20 გუნდი ასპარეზობს, სეგუნდაში კი 22. ჩემპიონთა ლიგის საბოლოო ბადეში 32 გუნდი გადის, სადაც 8 ჯგუფი ყალიბდება. ესპანეთის ჩემპიონატს ამ ტურნირზე 4 წარმომადგენელი ჰყავს, მიმდინარე სეზონში ლიგაში ”ბარსელონა”, ”რეალი”, ”ვალენსია” და ”მალაგა” ასპარეზობენ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში