მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მესი: ”პირველ გოლებს ტკბილეულისთვის ვიტანდი”

მესი: ”პირველ გოლებს ტკბილეულისთვის ვიტანდი”

 

 – 3 ”ოქროს ბურთი” და 2 ”ოქროს ბუცი”, როგორი გამოწვევებია თქვენს წინაშე?

 

 – ჩემთვის ინდივიდუალური პრიზების დიდი მნიშვნელობის არაა. მთავარი გუნდის გამარჯვებებია. თუკი ”ბარსელონაში” წარმატებული თამაში პრიზების მოპოვებაში მეხმარება, მაშინ ბედნიერი ვარ. ასეთი თანხვედრა მომწონს. იმისთვის, რომ გოლები გავიტანო დამატებითი მოტივაცია არ მჭირდება.

 

 – ასე იყო ყოველთვის?

 

 – უნდა დავფიქრდე… იცით, ბავშვობაში ტკბილეულისთვის გამქონდა გოლები. კლუბის ერთ-ერთმა თანამშრომელმა მითხრა: ყოველ გატანილ გოლზე ერთ ნამცხვარს მიიღებ და როცა მოედანზე გავდიოდი ყოველთვის ამაზე ვფიქრობდი!

 

 – ”ოქროს ბუცი” უფრო სამართლიანია, ვიდრე ”ოქროს ბურთი”?

 

 – რა თქმა უნდა ასეა. აქ შენ არავინ არ გირჩევს. ამიტომაც სამართლიანობაზე არავინ ისაუბრებს.

 

 – რომელ მომენტს დაარქმევთ საუკეთესოს ცხოვრებაში?

 

 – არ ვიცი. ღმერთს ყოველთვის მადლობას ვუხდი ასეთი დღეებისთვის, იმისთვის, თუ როგორ ეწყობა ჩემი ცხოვრება. ჩემს ბედზე წუწუნის უფლება არ მაქვს. ანალიზის დრო კი ჯერ არ მოსულა.

 

 – რა მიზნები გაქვთ წინ?

 

 – ძალიან მარტივი: გავიმარჯვო ყველა ტურნირზე. უკვე ვთქვი, რომ მიზნებს არ ვისახავ, რომლებიც გუნდს არ ეხება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში