მადრიდის “ატლეტიკოს” მცველმა განაცხადა, რომ “ატლეტიკოს” თავდამსხმელი რადამელ ფალკაო და “ბარსელონას” არგენტინელი ვარსკვლავი ლეო მესი მსოფლიოს საუკეთესონი არიან. იტყობინება ესპანური პრესა.
მირანდა თვლის, რომ 2011/2012 წლის სეზონის საუკეთესო მოთამაშის წოდებისთვის, სწორედ მესი და ფალკაო უნდა იბრძოდეს.
“ჩემთვის მესი და ფალკაო მსოფლიოში საუკეთესონი არიან. სწორედ ისინი უნდა იბრძოდნენ “ოქროს ბურთისთვის”, რადამელი ახლა ყველა მატჩში ახერხებს გატანას.” – განაცხადა მირანდამ
ფეხბურთელმა ასევე კომენტარი გააკეთა გუნდის შედეგზეც: “როცა ჩემპიონატი დასასრულს მიუახლოვდება, გადავხედავთ თუ რა შევძელით და რისთვის შეგვიძლია ბრძოლა. ახლა მხოლოდ თითოეულ მატჩზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებულნი.” – დაასრულა მირანდამ