მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
10 წელი ინიესტას დებიუტიდან

10 წელი ინიესტას დებიუტიდან

 

29 ოქტომბერს 10 წელი გადის მას შემდეგ, რაც ანდრეს ინიესტას კლუბში დებიუტი ჰქონდა. ესპანელი ნახევარმცველი იხსენებს ამ დაუვიწყარ 10 წელს სურათებით, სადაც მაგიური მომენტებია აღბეჭდილი. პირველი ვარჯიში გმირებთან ერთად, პირველი შეხვედრა ”ნოუ კამპზე”, პარიზის ფინალის შემდეგ ემოციები და სხვა სამახსოვრო ფაქტები ანდრესის ისტორიიდან…

 

პირველი სავარჯიშო სესია

 

 

 

2011 წლის 5 თებერვალი. ”ეს სასიამოვნო ფოტოა. მე ნამდვილად შეშინებული ვიყავი. ჩემი ოცნება ახდა და გმირებთან ერთად ვივარჯიშე. ეს განსაკუთრებული დღე იყო ჩემთვის. როდესაც ვარჯიშზე გამომიძახეს ვერ დავიჯერე! დიდი მადლობა მინდა გადავუხადო სერა ფერერს, რომელმაც ასეთი შანსი მომცა”.

 

დებიუტი ბრიუგეში

 

 

2002 წლის 29 ოქტომბერი. ”იმ დღეს თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობდი. იმ შეხვედრაში ბ გუნდის ბევრი მოთამაშე გამოიძახეს, რადგან შემდეგ ეტაპზე უკვე გასულები ვიყავით. პირველ გუნდში დებიუტი ასრულებული ოცნება იყო – დიდი მადლობა ვან გაალს. გუნდთან ერთად სეზონის დასაწყისიდან ვარჯიშობდი და ვფიქრობ, რომ კარგი შეხვედრა ჩავატარე”.

 

პირველი თამაში ”ნოუ კამპზე”

 

 

2003 წლის 5 იანვარი. ”გუნდში ბევრი რამ შეიცვალა და ძალიან რთული სიტუაცია იყო. ბრიუგეს მსგავსი განცდა მქონდა, პირველ გუნდში მიხმეს და ”ნოუ კამპზე” დებიუტი განსაკუთრებული განცდა იყო. იმ დღეს ”რეკრეატივოს” შევხვდით და ადვილად, 3:0 დავამარცხეთ”.

 

მნიშვნელოვანი გოლი ”ვალიადოლიდთან”

 

 

2004 წლის 11 აპრილი. ”ეს სასაცილო ფოტოა. ვიქტორთან ძალიან ახლო მეგობრობა მაქვს – ის ჩემი საუკეთესო მეგობარია. მას ისე გაუხარდა, რომ მთელი მოედანი დაფარა იმისთვის, რომ ჩემთან ერთად ეზეიმა. აქ გეგონებათ, რომ ჩემი მოკვლა სურს, თუმცა ეს არის ფოტო, სადაც ემოციებია ასახული. ავღნიშნავთ გოლს, რომლის შემდეგაც ანგარიში 1:3 გადხა”.

 

ჩემპიონთა ლიგის მოგება პარიზში

 

 

2006 წლის 17 მაისი. ”ეს იყო პირველი დიდი ტიტული, რომელიც ჩვენ მოვიგეთ. ძალიან კარგი მოგონებები მაკავშირებს შეხვედრის მეორე ტაიმთან (ის ედმილსონის ნაცვლად შევიდა მოედანზე). ეს განსაკუთრებული ტიტულია. საბედნიეროდ ეს არ იყო ბოლო შემთხვევა, როცა ამ ჯილდოს დავეუფლეთ”.

 

ეს გოლი!

 

 

2009 წლის 6 მაისი. ”უნიკალური მომენტი, რომელიც ყოველთვის მემახსოვრება. თავს პრივილეგირებულად ვგრძნობ ამ გოლის გატანის გამო. ეს იყო ბედნიერების მაქსიმალური გამოხატულება და უზომო რეაქცია. შეუძლებელია ამ მომენტის სხვა ფაქტით გადაფარვა”.

 

ტრავმა

 

 

2010 წლის 13 აპრილი. ”ტრავმა ვარჯიშის დროს მივიღე და სეზონის უმნიშვნელოვანესი ნაწილი გამოვტოვე. ეს ყველაზე ცუდი რამაა, რაც ფეხბურთელს შეიძლება შეემთხვეს, რადგან ვერ ახერხებ სიამოვნების მიღებას. საბედნიეროდ მოვახერხე და მსოფლიო ჩემპიონატზე სრულად ვითამაშე”.

 

”ბარსას” ”ოქროს ბურთი”

 

 

2010 წლის 6 დეკემბერი. ”ეს იყო დღე, როცა ჩვენ სამი ”ოქროს ბურთის” მოგების მთავარ კანდიდატებად დაგვასახელეს. არ ვიცი ეს კვლავ თუ მოხდება. ეს უნიკალური შემთხვევა იყო არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ კლუბისთვის”.

 

სპეციალური მიძღვნა

 

 

2011 წლის 6 აპრილი. ”ეს ჩემპიონთა ლიგის შეხვედრა იყო ”შახტართან”, სადაც მატჩის დასაწყისში მოვახერხე გოლის გატანა, ეს ფოტო ვალერიას დაბადებიდან რამდენიმე დღეშია გადაღებული. მან ჩემი ცხოვრება შეცვალა, ამავსო სიხარულით და იძულებული გამხადა, რომ სხვა კუთხით შემეხედა ცხოვრებაზე. ვიმედოვნებ, რომ კიდევ ბევრ ასეთ მიძღვნას გავუკეთებ მას”.

 

უეფას ჯილდო

 

 

2012 წლის 30 აგვისტო. ”მე ჩემს ოჯახთან ერთად, თუმცა მამაჩემი არ არის აქ, რადგან მას თვითმფრინავები არ უყვარს. ის ყოველთვის ჩემს გვერდითაა, მიუხედავად იმისა არის თუ არა ფიზიკურად გვერდით. მე არ ვთამაშობ პრიზებისთვის – ეს ფეხბურთის მცირე ნაწილია. პოდიუმზე ლეოსთან და კრიშტიანუსთან ერთად დგომა უკვე ჯილდოა”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში