– 9 ტურში 8 გამარჯვება და 1 ფრე კლუბის ისტორიაში საუკეთესო სტარტის გამეორებაა. ”სელტას” დამარცხების შემთხვევაში გუნდი ახალ რეკორდს დაამყარებს.
– ”რიასორზე” 4:5 გამარჯვების შემდეგ გუნდმა კვლავ 5 გოლი გაიტანა სტუმრად, თუმცა საკუთარი კარი მშრალად შეინახა.
– ისტორიაში პირველად გუნდმა ზედიზედ 2-ჯერ შეძლო ”რაიო ვალეიკანოს” სტადიონზე გამარჯვება.
– ბურთის ფლობის შეფარდება 44%-56% იყო. ზუსტი პასები კი 293-448.
– ჩავიმ ”ბარსას” რიგებში ოფიციალურ შეხვედრებში 75-ე გოლი გაიტანა.
– მესიმ 2012 კალენდარულ წელში უკვე 73 გოლის გატანა მოახერხა, ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში კი მის ანგარიშზე 13 გოლია.
– ვილიამ ”ვალეკასზე” კარიერაში პირველი შეხვედრა ჩაატარა და ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში მე-4 გოლი გაიტანა.
– სონგმა, ადრიანომ და ალბამ ”ბარსას” მხრიდან ყველაზე მეტჯერ შეძლეს ბურთის დაბრუნება (9). საუკეთესო კი ”რაიოს” მოთამაშე, ხავი ფუეგო (13) იყო.
– 2011 წლის 13 სექტემბრის შემდეგ, სადაც ”ბარსა” ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში ”მილანს” ეთამაშებოდა სერხიო ბუსკეტსს ცენტრალური მცველის პოზიციაზე არ უთამაშია.
– ჯონათან დოს სანტოსს მიმდინარე სეზონში დებიუტი ჰქონდა, მან 9 წუთი გაატარა მოედანზე.
– ”ბარსას” ლა ლიგაში 29 გოლი აქვს გატანილი, საშუალოდ შეხვედრაში 3.2 გოლი.
– გუნდმა პრიმერას 5 გასვლით შეხვედრაში იმარჯვა ზედიზედ (”ოსასუნა”, ”ხეტაფე”, ”სევილია”, ”დეპორტივო”, ”რაიო”).



