სესკ ფაბრეგასი: ”ჩვენ სეზონის საუკეთესო მატჩი ჩავატარეთ. მეტოქე ძალიან მჭიდროდ გვეთამაშებოდა. მეტოქე პირველ ტაიმში ძალიან დაიღალა, ამიტომაც მეორე ნახევარში ზონების გახსნა დაიწყო. ჩვენი გუნდი შესაქებია. მიუეხედავად იმისა, რომ ბევრი ტრავმირებული გვყავს მაინც წინ მივდივართ. როცა სრული შემადგენლობა გვეყოლება, წარმოიდგინეთ ჩვენ თამაში. მოედანზე თავს მნიშვნელოვან ფიგურად ვგრძობ”.
ლეო მესი: ”მოედანზე თავს კომფორტულად ვგრძნობდით. მთავარია მოგებების გაგრძელება და ფორმის შენარჩუნება. ბედნიერი ვარ ”ოქროს ბუცის” მოგების გამო, თუმცა ეს გუნდის დამსახურებაა. პელეს რეკორდის გაუმჯობესება? ეს ისაა, რაც ყველაზე ნაკლებად მაღელვებს. ტრავმის მხრივ ძალიან არ გვიმართლებს, თუმცა გუნდი აგრძელებს უმაღლესს დონეზე თამაშს”.
პედრო როდრიგესი: ”ეს რთული და აგრესიული შეხვედრა იყო. ჩვენ საუკეთესოდ ვითამაშეთ და კარგ შედეგს მივაღწიეთ. პირველი ტაიმი დიდებულად ჩავატარეთ. გამარჯვება სერიის გაგრძელების შანსს გვაძლევს. მთავარია წრმენა შევინარჩუნოთ და არ დავკარგოთ ქულები. წინ ბევრი შეხვედრაა გასამართი”.
დავიდ ვილია: ”ეს ჩემი პირველი შეხვედრა იყო ვალეკასზე. მოხარული დებიუტით და გატანილი გოლით, დავამტკიცეთ, რომ ადვილად რა ვიღლებით. ყოველდღიური ვარჯიში უდიდესი მნიშვნელობისაა. მოხარული ვარ იმით, თუ როგორ მიდის ყველაფერი, გუნდის დახმერება შევძელი და ყოველ ჯერზე მეტ სათამაშო დროს ვღებულობ. გამარჯვებები ადვილად არ მოდის. თასზე, ”ალავესთან” ჩვენ კარგად უნდა ვითამაშოთ, რადგან რთულ სტადიონზე გვიწევს თამაში”.
სერხიო ბუსკეტსი: ”რთული შეხვედრა ჩავატარეთ ძალიან რთულ სტადიონზე. ცენტრალურ მცველად თავს კარგად ვგრძნობდი. გუნდი კარგად მოქმედებს, ჩვენ გავიმარჯვეთ ისეთ რთულ სტადიონებზე, როგორებიც ”ოსასუნას” და ”ხეტაფეს” აქვთ”.



