1 დღით ადრე ”რაიოსთან” შეხვედრამდე ტიტომ გაგვაფრთხილა, რომ გუნდს საქმე წინ რთული შეხვედრა ელის. ამჟამად ”რაიო” სატურნირო ცხრილში მე-12 პოზიციაზე იმყოფება, მათ 10 ქულა აქვთ აღებული. ”ამ სეზონში ”რაიოსთან” შეხვედრა ყველაზე რთული გასვლითი მატჩი იქნება”. მან ასევე მთავარი მწვრთნელის, პაკო ხემესის მნიშვნელობაზე ისაუბრა: ”მან უდიდესი სამუშაო ჩაატარა. ჩვენთვის ეს თამაში ადვილი არ იქნება, რადგან ისინი ძალიან გაბედულები არიან” – განაცხადა ვილანოვამ. მეტოქეზე საუბრისას ტიტომ აღნიშნა, რომ ”ეს სტადიონი გუნდისთვის ყოველთვის რთული იყო, მიუხედავად იმისა, რომ შარშან ჩვენ დამაჯერებლად (0:7) ვიმარჯვეთ. ისინი დაცვაში არ დაელოდებიან საკუთარ შანს”.
კმაყოფილია გუნდით
ტიტო მიიჩნევს, რომ ფეხბურთელებზე ანალიზი სეზონის ბოლოს უნდა გაკეთდეს. პირველი თვეების მიხედვით კი ის კმაყოფილი ფეხბურთელების მიდგომით საქმისადმი: ”მე ძალიან კმაყოფილი ვარ ფეხბურთელებით და საწუწუნო არაფერი მაქვს. უსიტყვოდ გამარჯვებები და ტიტულები უმნიშვნელოვანესია, თუმცა ასევე მნიშვენლოვანია იყო დარწმუნებული, რომ შენი გუნდი სეზონის ბოლომდე იბრძოლებს”.
”რაიოსთან” შეხვედრაში მწვრთნელს დანი ალვესის თამაშის საშუალება მიეცემა. მისი აზრით ახლა ალვესის თამაშის შეფასების დრო არ არის. მწვრთნელი, რომელმაც აღიარა, რომ ფეხბურთელს რამდენიმე შეხვედრის ტკივილით ჩატარება მოუწია იმედოვნებს, რომ ”მას კარგი სეზონის ჩატარება გამოუვა”. რაც შეეხება პიკეს, რომელიც კვლავ ტერფის ტრავმას მკურნალობს, ტიტო ამბობს, რომ ”მისი აღდგენა სწრაფი ტემპებით მიდის. ის ძალიან მალე დაგვიბრუნდება”. მადრიდში გუნდს ასევე ვერ დაეხმარება ხავიერ მასკერანო, რომელსაც ”დეპორტივოსთან” შეხვედრაშჳ მიღებული მე-2 ყვითელი ბარათი არ გაუუქმეს: ”დიდი იმედი არ მქონდა, რომ აპელაციას დააკმაყოფილებდნენ” – განაცხადა ტიტომ.
”ჩავი და კასილიასი იმსახურებენ ჯილდოს”
დღეს ჩავი და კასილიასი ასტურიის პრინცის ჯილდოს გადასცემენ. ”ორივე მათგანი იმსახურებს ამ ჯილდოს” – განაცხადა მან. მწვრთნელმა ასევე დაამატა, რომ ”ბოლო დროს ბევრი კლასიკო ჩატარდა. გამოჩდნენ ფეხბურთელები, რომლებმაც საჭირო სიმშვიდე დააბრუნეს შეხვედრებში, რათა ყველაფერი წესრიგში ყოფილიყო”. ის არ ხედავს პრობლემას იმაში, რომ ჩავის ასტურიაში გამგზავრება ”რაიოსთან” მატჩამდე 1 დღით ადრე მოუწია: ”ჯილდო საკმარისად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მას ისე მოექცე, როგორც გამონაკლისს” – ახსნა მწვრთნელმა.
მწვრთნელს ასევე დავიდ ვილიაზეც შეეკითხნენ: ”ჩვენ უნდა ვნახოთ, თუ რა ფორმაში არიან თავდამსმხელები: პედრო, ალექსისი და ტელიო. მათი ფორმიდან გამომდინარე დავიდს ტემპის მომატება მოუწია. ამჟამად მისთვის მეორე ტაიმში შესვლა და დაღლილ მეტოქესთან თამაში უფროო მარტივია… მისი აღდგენის პროცესი კარგად მიდის, თუმცა ყველაფერი ჩვენზე არაა დამოკიდებული”.
შეაფასა თასის მეტოქეს
ტიტომ თასის მეტოქეზეც გააკეთა კომენტარი: ”ეს 2 მატჩი იმ შეხვედრების სიაში შედის, რომელიც ყველაზე მეტად მაწუხებს. ისინი კარგ სეზონს ატარებენ და ჩვენ კარგად ვიცნობთ (ნაჩჴ გონსალესი)” – დასრულა ტიტომ.



