”ბარსელონას” ყოფილმა პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ კიდევ ერთხელ გააკრიტიკა კლუბის ამჟამინდელი მმართველი, სანდრო როსელი.
”გზა, რომელიც ”ბარსელონას” ამჟამინდელმა ხელისუფლებამ აირჩია არასწორია. სიმართლე რომ გითხრათ, მე არც კი ვიცი რა გზით მიდის კლუბი” – განაცხადა ლაპორტამ ”Il Catenaccio”-სთან ინტერვიუში.
”როდესაც კლუბს მე ვხელმძღვანელობდი გასაგებად ვხსნიდი მიზნებს და გზებს კატალონიური კლუბის განვითარებისთვის. ამჟამინდელი მართველები კი იმ შთამომავლობაზე ცხოვრობს, რომელიც ჩვენ დავტოვეთ” – დაასრულა ლაპორტამ.


