workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

sensors LIVE
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 18:15

ვალენსია

ვალენსია ლოგო
0 - 3
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
იამალი 6'sports_soccer ფერმინი 22'sports_soccer რაფინია 50'sports_soccer
”ბარსელონა” – ”სელტიკი”. საინტერესო ფაქტები

”ბარსელონა” – ”სელტიკი”. საინტერესო ფაქტები

 

 – ეს სეზონის მე-5 შეხვედრა იყო, სადაც ”ბარსა” მარცხდებოდა, თუმცა საბოლოოდ გუნდმა გამარჯვება შეძლო. ასეთი მატჩები იყო მადრიდის ”რეალთან” (3:2), ”ოსასუნასთან” (1:2), ”სპარტაკთან” (3:2) და ”სევილიასთან” (2:3). გუნდი ასევე მარცხდებოდა პრიმერას ელ კლასიკოში, რომელიც 2:2 დასრულდა.

 

 – ”ბარსელონამ” მიმდინარე სეზონში მხოლოდ ერთხელ ვერ შეძლო მატჩის შემოტრიალება – ესპანეთის სუპერთასზე მადრიდის ”რეალთან” (2:1).

 

 – ეს ”ქამბექები” ასევე აისახება გუნდის გატანილი გოლების დროზე. მიმდინარე სეზონში გატანილი 35 გოლიდან გუნდმა 12 მატჩის ბოლო 15 წუთში გაიტანა.

 

 – ჟორდი ალბას გამარჯვების გოლი მისთვის მიმდინარე სეზონში მეორე იყო. პირველი მას ”დეპორტივოს” გაუტანა.

 

 – ალბას გოლმა გუნდს დამსახურებული გამარჯვება მოუტანა, ეს კი შემდეგში აისახება: ”ბარსამ” განახორციელა 998 გადაცემა, ”სელტიკის” 229. აქედან ”ბარსას” გადაცემა ადრესატამდე 912-ჯერ მივიდა, ხოლო ”სელტიკის” 169-ჯერ. კარში დარტყმები კატალონიელებს 28 (11 კარში) ჰქონდათ, შოტლანდიელებს კი 6 (1).

 

 – მარკ ბარტრას დებიუტი ნიშნავს, რომ მიმდინარე სეზონში ტიტო ვილანოვამ უკვე 20 ფეხბურთელი გამოიყენა.

 

 – ბარტრა მატჩის საუკეთესო მოთამაშე იყო ბურთის დაბრუნების მხრივ. მან 18-ჯერ დაიბრუნა ბურთი.

 

 – ანდრესმა სეზონში პირველი გოლი გაიტანა. მან ბოლოს გოლი ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში, ლონდონის ”ჩელსისთან” შეხვედრაში (2:2) გაიტანა.

 

 – ვალდესი, მასკერანო, ჩავი და მესი გუნდის ის ფეხბურთელები არიან, რომლებმაც ლიგის სამივე შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყეს და ამ ტურნირზე ყველაზე მეტი წუთი აქვთ ნათამაშები. მათ უკან კი პედრო და ბუსკეტსი იმყოფებიან.

 

 – ჩავი ერნანდესისთვის ეს ევროთასებზე გამართული 150-ე შეხვედრა იყო.

 

 – 4 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ”ბარსამ” ლიგის საწყისს 3 შეხვედრაში 9 ქულა დააგროვა. გუნდმა ეს ბოლოს პეპ გვარდიოლას პირველ სეზოში, 2008/09 სეზონში შეძლო.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward