ჟორდი ალბა: ”გუნდმა აჩვენა, რომ თამაშის მოგება ბოლო წუთზეც შეიძლება. ეს დამსახურებული გამარჯვებაა. ვიმედოვნებთ, რომ ასეთი ღამეები კიდევ ბევრი იქნება. მოხარულები ვართ, რომ 9 ქულა გვაქვს ჯგუფში, გუნდს ამ სერიიის გაგრძელება სურს”.
მარკ ბარტრა: ”ტიტომ მითხრა რომ მშვიდად ვყოფილიყავი, მეთამაშა როგორც ვიცი, ჩამეტარებინა ადვილი მატჩი. 3 ქულის მოპოვებისთვის ყველაფერი გავაკეთეთ და ვითამაშეთ შესანიშნავი მატჩი. მათი გოლის დროს არ გაგვიმართლა. ჩვენ კარგად ვითამაშეთ და მეტოქეს ბურთი დავუმალეთ. ჯგუფიდან გასვლასთან ახლოს ვართ და წინ სვლა გვსურს. ტიტო ძალიან დამეხმარა, სათამაშო დრო იდეალურ მომენტში მომცა. ის კარგად მიცნობს მე. ეს კლუბში მოსვლიდან ჩემი უბედნიერესი დღეა, ყველა ფეხბურთელი ოცნებობს ამაზე”.
ანდრეს ინიესტა: ”გაშვებული გოლის შემდეგ მეტოქე ყრუ დაცვაში ჩაჯდა და ძალიან რთული იყო მათი გატეხვა, მატჩის ვერ მოგება უსამართლობა იქნებოდა. დარწმუნებულები ვიყავით, რომ გოლს გავიტანდით. ეს ადრე უნდა მომხდარიყო, თუმცა თამაში მსაჯის სასტვენამდე არ მთავრდება. რთულია დაცვაში კონცენტრაციის გადატანა, როცა დიდი დროის განმავლობაში მხოლოდ შეტევაში იმყოფები. მარკი და ხავიერი ფანტასტიკურები იყვნენ. მიზანი 9 ქულის მოპოვება იყო, ჯგუფში ამაზე უკეთესს პოზიციას ვერ ვინატრებდით”.
ხავიერ მასკერანო: ”გუნდი შეტევაში წასვლით არ დაიღალა და ბოლო წუთამდე ვუტევდით. სამართლიანობამ იზეიმა, რადგან ჩვენ 12 თუ 11 დარტყმა გვქონდა კარში, ხოლო მათ მხოლოდ 1. სეზონი გვასწავლის, რომ მატჩი ბოლო მომენტამდე არ დასრულებულა, ამ სეზონში ასეთი რამ პირველად არ მოხდა. მე რომ არ შევხებოდი ბურთს ვფიქრობ, რომ ვიქტორი აიღებდა მას. იღბალი ჩემს მხარეს არ იყო. დაცვაში პრობლემები არ გვაქვს, რადგან მეტოქეს მომენტები არ შეუქმნია. ვფიქრობ, როომ კარგი შეხვედრა ჩავატარეთ”.
პედრო როდრიგესი: ”უკვე რამდენიმე შეხვედრა ჩავატარეთ, სადაც ”ქამბექი” გვჭირდებოდა, ასეთი მატჩების მოგება არასდროსაა ადვილი. გუნდი ბოლომდე არ ნებდება. მოედანზე თავს კარგად ვგრძნობდი. არ გაგვიმართლა, როცა გოლი გავუშვით”.
ალექს სონგი: ”გოლის გატანის შემდეგ მეტოქე მხოლდო დაცვაზე ფიქრობდა. ”ნოუ კამპზე” ჩამოსული გუნდები მუდმივად ასე თამაშობენ. ჩვენ წარმატების ბოლო მომენტამდე გვწამდა. ვიცოდით, რომ გოლის გატანა შეგვეძლო და ვაგრძელებდით მუშაობას. შეუძლებელია 90 წუთი დაცვაში იჯდე და არ დაიღალო. ვიცოდით, რომ მომენტები გვექნებოდა. დაველოდეთ ჩვენს შანსს, გამოვიყენეთ ის და ყველა ბედნიერია”.



