ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე შეხვედრაში ”ბარსელონამ” მინიმალური სხვაობით, 2:1 დაამარცხა ”სელტიკი”. კატალონიელები შეხვედრაში მარცხდებონდნენ, თუმცა შესვენებამდე ანგარიში ძალიან ლამაზი კომბინაციის შემდეგ შემდეგ ანდრეს ინიესტამ გაათანაბრა. საგოლე პასი ჩავის ანგარიშზეა. მსაჯის მიერ დამატებულ ბოლო წუთზე კი გამარჯვების გოლი ჟორდი ალბამ გაიტანა, მას საგოლედ ადრიანომ უპასა. ამგვარად ”ბარსელონამ” ჯფუფში 9 ქულა დააგორვა და მეორე ადგილზე მყოფ ”სელტიკს” 5 ქულით გაუსწრო. ეს მიმდინარე სეზონში გუნდის მე-5 ”ქამბექი” იყო. ახლა კი არჩევანი თქვენზეა…
ხმის მისაცემად, კომენტარის დასაწერი ფორმის ზემოთ, აირჩიეთ “გამოკითხვა” და დააფიქსირეთ თქვენი არჩევანი.