ესპანეთის პროფესიონალური ლიგის განცხადებით ლა ლიგის მე-11 ტურის მატჩი ”მალიორკასა” და ”ბარსელონას” შორის 11 ნოემბერს, 19:50 საათზე (თბილისის დროით) გაიმართება.
აქვე შეგახსენებთ, რომ მომდევნო ტურის შეხვედრას ”ბარსელონა” შაბათს სტუმრად, ”რაიო ვალეიკანოსთან” გამართავს (23:55 საათი). მე-10 ტურის შეხვედრა კი ”ნოუ კამპზე”, ”სელტას” წინააღმდეგ 3 ნოემბერს, 20 საათზე გაიმართება.
მომდევნო კვირას, 30 ოქტომბერს გუნდი სამეფო თასის გასვლით შეხვედრას გამართავს ”ალავესთან”, შეხვედრა 23:55 საათზე დაიწყება. ”მალიროკასთან” ვიზიტის წინ გუნდს ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურის შეხვედრა ელის ”სელტიკთან” გასვლაზე. 11 ნოემბრის მატჩის შემდეგ კი სანაკრებო პაუზა იქნება.

