მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვარჯიში ჩემპიონთა ლიგის წინ

ვარჯიში ჩემპიონთა ლიგის წინ

 

ტიტო ვილანოვამ ჩემპიონთა ლიგის შეხვედრის განაცხადში 18 მოთამაშე შეიყვანა. მწვრთნელმა განაცხადა ”ნოუ კამპზე” გამართული ვარჯიშის შემდეგ გამოაქვეყნა. განაცხადში არ არის სერხიო ბუსკეტსი, რომელიც დისკვალიფიცირებულია. ტრავმის გამო გუნდს ვერ დაეხმარებიან ალვესი, პუიოლი, პიკე, ტიაგო, აბიდალი, კუენკა და მუნიესა. სიაში ფიგურირებს ”რიასორზე” გოლის გამტანი კრისტიან ტელიო და ”ბარსა ბ”-ს კიდევ ერთი მოთამაშე, სერხი რობერტო.

 

ალვესი და პუიოლი მოედანზე

 

როგორც წესი ჩემპიონთა ლიგის შეხვედრის წინ გუნდი ”ნოუ კამპზე” ვარჯიშობს. მოედანზე ვარჯიშობდნენ თანაგუნდელებისგან განცალკევებით დანი ალვესი და კარლეს პუიოლი. თავის მხრივ ხერარდ პიკე დარბაზში, სპეციალური პროგრამით ვარჯიშობდა.

 

ვარჯიშის დასრულების შემდეგ ის ფეხბურთელები, რომლებიც განაცხადში მოხვდნენ სასტუმრო ”hotel Arts”-ში შეიკრიბებიან. ხვალ, 12 საათზე გუნდი ბოლო ვარჯიშს გამართავს ”ნოუ კამპზე”.

 

მატჩის განაცხადი: ვალდესი, პინტო, სესკი, ჩავი, ვილია, ინიესტა , ალექსისი, მესი, დოს სანტოსი, მასკერანო, ბარტრა, პედრო, ალბა, მონტოია, ადრიანო, სონგი, ტელიო, სერხი რობერტო.

 

                                    [media=http://www.youtube.com/watch?v=MGeQPTt7mrM]

 

სურათები:


ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში