შოტლანდიური ”სელტიკის” მთავარმა მწვრთნელმა, ნილ ლენონმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური შეხვედრის წინ ”ბარსელონას” შეხვედრას ადევნა თვალი. იმ შეხვედრაში კატალონიელებმა 4:5 დაამარცხეს გასვლაზე ”დეპორტივო”.
”ჩვენ ნამდვილი გამოცდა გველის. მომავალი შეხვედრა ჩვენთვის კლასის ამაღლებისთვის ნახტომი იქნება. მე მსურს, რომ ჩემმა გუნდმა რამდენიმე საგოლე მომენტის შექმნა შეძლოს ”ნოუ კამპზე”. ადრე ჩვენ ევროთასების ყველა გასვლით შეხვედრაში ვახერხებდით მეტოქე გუნდის კარის დარაჯების შეწუხებას” – აღნიშნა ლენონმა.
შეგახსენებთ, რომ ”ნოუ კამპზე” ვიზიტის წინ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის 2 შეხვედრის შემდეგ ”სელტიკს” 4 ქულა აქვს მოპოვებული. მათ ფრედ ითამაშეს შინ ”ბენფიკასთან” და სტუმრად დაამარცხეს ”სპარტაკი”.



