დასვენების გარეშე გუნდი ”დეპორტივოსთან” (4:5) გამარჯვების შემდეგ დღეს დილით ”სიუტატ ესპორტივაზე” შეიკრიბა. გუნდი სამშაბათს, ”ნოუ კამპზე” ჩემპიონთა ლიგის მატჩში, ”სელტიკთან” სათამაშოდ ემზადება.
ფილიალის 7 მოთამაშე
პირველი გუნდის მწყობრში მყოფ ფეხბურთელებთან ერთად სესიაზე ”ბარსა ბ”-ს 6 მოთამაშე იმყოფებოდა: ტელიო, ოიერი, სერხი გომესი, სერხი რობერტო, რაფინია, პატრიკი და პლანასი. ის ფეხბურთელები, რომლებიც ”დეპორტიოვსთან” მატჩში ძირითადში იმყოფებოდნენ მსუვუქად იტვირთებოდნენ.
თავის მხრივ კარლეს პუიოლი, რომელიც ”ბენფიკასთან” მატჩში დაშავდა და დანი ალვესი, რომელმაც დაზიანება ”რეალთან” მიიღო თანაგუნდელებისგან განცალკევებით, სპეციალური პროგრამით ვარჯიშობდნენ. ხერარდ პიკე კი კვლავ დარბაზში აგრძელებს ვარჯიშს.
ორშაბათს ”ნოუ კამპზე”
როგორც წესი ჩემპიონთა ლიგის წინ გუნდი ვარჯიშს ”ნოუ კამპზე”, 18 საათზე გამართავს. ხვალინდელ ვარჯიშამდე ტიტო ვილანოვა რომელიმე ფეხბურთელთან ერთად პრეს-კონფერენციას გამართავს. ”სელტიკთან” მატჩამდე გუნდი ბოლო ვარჯიშს სამშაბათს, 12 საათზე გამართავს.
სურათები:
