მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
”დეპორტივო” – ”ბარსელონა”. ვილანოვა მატჩის შემდეგ

”დეპორტივო” – ”ბარსელონა”. ვილანოვა მატჩის შემდეგ

 

მატჩის შემდეგ პრეს-კონფერენციაზე ტიტო ვილანოვამ გუნდის თამაში პოზიტიურად შეაფასა სანაკრებო შეხვედრების შემდეგ. ”მივიჩნევ, რომ კარგი შეხვედრა ჩავატარეთ, თანაც ბევრი ფეხბურთელი სანაკრებო მატჩების შემდეგ დაღლილი დაგვიბრუნდა, ამასთანავე დიდი დრო კაცნაკლულები ვიყავით. მასკერანოს გაძევების შემდეგაც გუნდმა ბურთი არ დათმო და იბრძოდა გამარჯვებისთვის. ასევე მსურს გამოვარჩიო მესის თავდადებული მუშაობა, რომელიც შესანიშნავად თამაშობს როგორც კლუბში, ასევე ნაკრებში”.

 

მატჩის ანალიზის გაკეთბისას ტიტომ გუნდის შეხვედრის დასაწყისი გამოყო: ”დასაწყისი შესანიშნავად გამოვიყურებოდით. ვაკონტროლებდით მატჩის მიმიდნარეობას და პირველი 20 წუთი ბრწყინვალე იყო. ანგარიშის გაზრდა 4-ამდე შეგვეძლო, მაგრამ ჩვენს კარში დანიშნულმა პენალტმა გაგვტეხა. ამის შემდეგ თამაში უკონტროლო გახდა”.

 

ვალდესის სამუშაო

 

ამ მატჩში ვიქტორ ვალდესის მოქმედება დასმულ შეკითხვაზე ტიტომ უპასუხა: ”ვიქტორმა დიდი ხანია საკუთარი თავი ძირითად შემადგენლობაში დაიმკვიდრა და ის, რომ ის ამდენი წელია პირველ გუნდში ასპარეზობს ყველა ეჭვს ფანტავს”.

 

ცვლილებები

 

ტიტო ვილანოვამ მატჩის მსვლელობისას ყველა ცვლილება გამოიყენა: ”გაძევების შემდეგაც სესკი შეტევაში წასვლას ცდილობდა და შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა. იმ მომენტში კი გუნდს სჭირდებოდა მოთამაშე, რომელიც სერხიოს დაეხმარებოდა, ასეთი კი ჩავია”. მასკერანოს გაძევების შემდეგ მოედანზე პედრო და ადრიანო შევიდნენ. ”ჩვენ შევუშვით პედრო, რადგან ის შესანიშნავად მუშაობს გუნდზე, ადრიანო იმიტომ შევიდა, რომ მცველი გაგვიძევეს, ხოლო ჩავის შესანიშნავად შეუძლია ბურთის კონტროლი”.

 

მსაჯის მოქმედება

 

ტიტო ვილანოვამ არ დაიწყო მთავარი მსაჯის, პარადას რომეროს შეფასება: ”მე არ დავიწყებ არბიტრზე ჩივილს, მაგრამ ვიტყვი, რომ არასწორი პენალტი დაგვინიშნეს. ასევე ტყუილად მიიღო ყვითელი სესკ ფაბრეგასმა გოლის აღნიშვნის დროს. უფრო დეტალური შეფასება მას თქვენ (ჟურნალისტებმა) უნდა მისცეთ”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში