მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დელ ბოსკე: “ოქროს ბურთი შესაძლოა პირლომ მოიგოს”

დელ ბოსკე: “ოქროს ბურთი შესაძლოა პირლომ მოიგოს”

ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვისენტე დელ ბოსკემ განაცხადა და თვლის, რომ სავსებით შესაძლებელია პრესტიჟული ჯილდო ოქროს ბურთი იტალიელმა ანდრეა პირლომ მოიგოს, თუმცა სპეციალისტს სურს ჯილდო ესპანელმა ფეხბურთელმა მიიღოს. 

 

“სავსებით შესაძლებელია, რომ ამ წელს ოქროს ბურთი ანდრეა პირლომ მოიგოს. ანდრეა უნივერსალური ფეხბურთელია მან იცის როგორ შექმნას სახიფათო მომენტები მატჩის მსვლელობისას და შემდეგ კი ბრწყინვალედ შეუძლია მათი წარმატებით დასრულება, პირლო ოქროს ბურთის მოგების ერთ-ერთი სრულფასოვანი კანდიდატია. მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა მე ვიმედოვნებ, რომ ოქროს ბურთს ესპანელი ფეხბურთელი მიიღებს” – განაცხადა ვისენტე დელ ბოსკემ. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში