”ბარსელონას” მცველი, ერიკ აბიდალი, რომელსაც გაზაფხულზე ღვიძლი გადაუნერგეს 2-3 კვირაში თანაგუნდელებთან ერთად ვარჯიშის განახლებას გეგმავს.
ამჟამად ფრანგი ფეხბურთელი დარბაზში ვარჯიშობს, რათა ფიზიკური ფორმა აღიდგინოს, ასევე ის ფიზიოთერაპევტის მეთვალყურეობით ასრულებს დატვირთვებს, იტყობინება ”El Mundo Deportivo”
შეგახსნებეთ, რომ ექიმების ცნობით ერიკ აბიდალს მოედანზე დაბრუნება წლის ბოლომდე შეუძლია, კერძოდ კი მის დაბრუნებას დეკემბერში ელიან. თავად ფეხბურთელი ძალიან მონდომებულია და სრუს, რომ თამაში ნოემბერში შეძლოს.


