10 დღიანი პაუზის შემდეგ ”სიუტატ ეპოსრტივაზე” გუნდმა დღეს თითქმის სრული შემადგენლობით გამართა ვარჯიში. სანაკრებო მატჩებზე გამოძახებული ესპანელი (ვალდესი, ალბა, ბუსკეტსი, ჩავი, სესკი, ინიესტა, პედრო, ვილია), 21 წლამდელთა ესპანელი (ბარტრა და მონტოია) და ბრაზილიელი (ადრიანო) მოთამაშეები გუნდს დაუბრუნდნენ. ყველა მათგანი დღეს თანაგუნდელებს შეუერთდა და ”დეპორტივოსთან” მატჩისთვის მზადება დაიწყო.
მეორეს მხრივ მასკერანო, მესი და სანჩესი, რომლებმაც ჩილეში ითამაშეს და სონგი, რომელიც ცუდი ამინდის გამო ბარსელონაში ვერ გადაფრინდა დღევანდელ სესიაზე არ იმყოფებოდნენ. პირველი გუნდის ოთხივე წევრი თანაგუნდელებს ხვალ შეუერთდება.
პიკემ მოედანზე ვარჯიში დაიწყო
ხერარდ პიკემ გამოჯანმრთელებისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა მას შემდეგ, რაც დღეს მოედანზე ივარჯიშა ტრავმის მიღების შემდეგ პირველად. დღევანდელ სესიაზე ”ბარსა ბ”-ს 8 მოთამაშე იმყოფებოდა: ტელიო, პატრიკი, ლომბანი, სერხი რობერტო, სერხი გომესი, მასიპი, დეულოფეუ და გრიმალდო.
[media=http://www.youtube.com/watch?v=h9MvW2cCYXc]
სურათები:
