”ბარსელონას” თავდამსხმელს, პედრო როდრიგესს ეჭვი არ ეპარება, რომ მისი თანაგუნდელი, დავიდ ვილია მალე უმაღლეს დონეზე იასპარეზებს.
შეგახსენებთ, რომ ვილიამ გასული წლის დეკემბერში მარცხენა ფეხი მოიტეხა, რის გამოც მას 8 თვიანი უქმობა მოუწია.
”შემიძლია გითხრათ, რომ დავიდი ახლა უკვე კარგ ფორმაშია. ის ვარჯიშებზე შემდეგი შემართებით იტვირთება: დიდი სურვილი და საკუთარი თავის რწმენა. მალე ის ოპტიმალურ ფორმაში იქნება და ყველა იმ ფეხბურთელს დაინახავს მასში, როგორსაც იცნობდნენ. ვილია შესანიშნავად მოქმედებს მეტოქე გუნდის საჯარიმოში და მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია. დარწმუნებული ვარ, რომ ის დიდ სარგებელს მოუტანს ”ბარსელონას” და ესპანეთის ნაკრებს” – განაცხადა პედრომ.



