აი მოვიდა მარტინ მონტოიას დრო. დანი ალვესის მარცხენა ბარძაყის კუნთის ტრავმამ ახალგაზრდა კანტერანოს ძირითად შემადგენლობაში გზა გაუკვალა. მიმდინარე სეზონში ის პირველი გუნდის წევრის სტატუსით იღებს გამოცდილებას.
221 წუთი მოედანზე
ამ დროისთვის ახალგაზრდა მარჯვენა მცველის პროგრესი აღფრთოვანებას იწვევს. მან საერთო ჯამში მოედანზე 221 წუთი გაატარა, მონაწილეობა კი 2 ტურნირში მიიღო. მან ითამაშა ესპანეთის სუპერთასის შეხვედრაში მადრიდის “რეალთან” (2:1), პრიმერას გასვლით შეხვედრაში “ხეტაფესთან” (1:4) და 1 კვირის წინ გამართულ ეკ კლასიკოში (2:2).
“რეალთან” ჩატარებული მატჩები ძალიან მსგავსი გამოდგა. ორივე შეხვედრაში ის პირველ ტაიმში შევიდა მოედანზე. სუპერთასის შეხვედრაში ადრიანო კორეიას გაძევების შემდეგ მან ალექსის სანჩესი შეცვალა, ხოლო გასულ კვირას დანი ალვესმა დაზიანება მიიღო. ფეხბურთელს ორივე მატჩში მიეცა გოლის გატანის შანსი. ცოტა იღბალი და ის მადრიდის “რეალს” ესპანეთის სუპერთასის ტიტულის გარეშე და 11 ქულით უკან დატოვებდა.
პირველი გუნდის რიგებში მონტოიას უკვე 15 მატჩი აქვს ჩატარევული. მისი მე–12 შეხვედრა ესპანეთის თასის ფინალი იყო, სადაც მან ძალიან კარგად ითამაშა როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში და პეპ გვარდიოლას გუნდს ბილბაოს “ატლეტიკის” განადგურებაში (0:3) და ტიტულის მოგებაში დაეხმარა. მასთაბ ერთად “ბარსამ” გაიმარჯვა 11 შეხვედრაში, 2 მატჩი ფრედ დასრულდა, ხოლო 2–ჯერ კატალონიელებმა მარცხი იწვნიეს.
[media=http://www.youtube.com/watch?v=ke8zL_JD8CU]


