მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პედრომ კარიერაში პირველი ჰეთ-ტრიკი გაიფორმა

პედრომ კარიერაში პირველი ჰეთ-ტრიკი გაიფორმა

კატალონიის “ბარსელონასა” და ესპანეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა, პედრო როდრიგესმა თავის პროფესიონალურ საფეხბურთო კარიერაში პირველი ჰეთ-ტრიკი გაიფორმა. 

 

მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, ესპანეთმა სტუმრად ბელარუსის ნაკრები გამანადგურებელი ანგარიშით დაამარცხა (0:4). 25 წლის პედრომ კი მატჩში ჰეთ-ტრიკი გაიფორმა, რომელიც კარიერაში პირველი იყო, ფორვარდმა სამი გოლი 21-ე, 69-ე და 72-ე წუთზე გაიტანა, ასევე ჩაიწერა საგოლე გადაცემაც რომლითაც ხორდი ალბას გაატანინა, რომელიც მეკარესთან პირისპირ დატოვა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში