ფინეთი 1:1 საქართველო
შემადგენლობები
ფინეთი: მაენპა, რაიტალა, ოიალა, მოისანდერ, ურონენი, რინგი, ერემენკო, სპარვი, ჰამალაინენი, ერემენკო, პუკი(ჰეტემაი).
საქართველო: რევიშვილი, კაშია, ხიზანიშვილი, ამისულაშვილი, გრიგალავა, დაუშვილი, კანკავა, ოქრიაშვილი(ანანიძე), კობახიძე, თარგამაძე(ყენია), მჭედლიძე(დევდარიანი).
როგორც იცით, გუშინ საქართველოს ეროვნული გუნდი ფინეთის ნაკრებს დაუპირისპირდა მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე. მატჩში წინ ქართველები გავიდნენ კაშიას გოლის წყალობით, თუმცა მალევე გაათანაბრეს ფინელებმა. აღსანიშნავია, რომ მასპინძლები 10 კაცით იყვნენ დარჩენილნი, თუმცა სტუმრებმა ვერა და ვერ მოახერხეს მეტოქის კარის აღება და ანგარიშიც საყაიმო დარჩა.
[media=http://www.youtube.com/watch?v=B5YpsghduIQ]
ბელორუსია 0:4 ესპანეთი
შემადგენლობები
ბელორუსია: ვერემკო, ფილიპენკო, პლასკონი, ბორდაჩოვი, მარტინოვიჩი, დრაგუნი(ჩუხლეი), ტიგორევი, ვოლოდკო(კისლიაკი), გლები, შიტოვი, როდიონოვი(რენანი).
ესპანეთი: კასილიასი, არბელოა, ბუსკეტსი, რამოსი(ალბიოლი), ალბა, ჩავი(ვილია), კასორლა, ალონსო, პედრო, სილვა(ინიესტა), ფაბრეგასი.
მორიგი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში მსოფლიოსა და ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა. მათ ბელორუსიაში მართლაც გაილაღეს და ნახევარი ძალით მოუგეს მასპინძელ გუნდს. ალბათ, არავინ ელოდა იმას, რომ ბელორუსიის ნაკრები სენსაციას მოახდენდა, თუმცა რამდენიმე შანსი მაინც ჰქონდათ გოლის გატანისა. კლასმა თავისი ქნა და შეხვედრის მე-12 წუთზე პედროს პასი გოლად აქცია ხორდი ალბამ, თუმცა გოლი აშკარა თამაშგარედან გავიდა. დაახლოებით 10 წუთში, თავად პედრომ გადაუგდო მეკარეს ბურთი თავზე და ანგარიში ორამდე გაზარდა. მეორე ტაიმში კი სამწუთიან მონაკვეთში კანარის კუნძულელმა კიდევ ორი გოლი შეაგდო და ანგარიში გამანადგურებელი გახადა. პედრიტომ პირველი ჰეთ–თრიქი შეასრულა ნაკრებში და აღსანიშნავია, რომ სამივე გოლის შემთხვევაში ბურთი მეკარეს თავზე გადაუგდო.
[media=http://www.youtube.com/watch?v=ObcQELIGl8A]



