ვალ დარანში (ბუნებრივი პარკი კატალონიაში) ერიკ აბიდალი აღდგენის ერთ-ერთ ეტაპს გადის. ღვიძლის გადანერგვის ოპერაციის შემდეგ იქ მან პირველად ივარჯიშა ბურთთან ერთად. ”უკვე დიდი ხანია ვფიქრობდი ბურთთან ერთად ვარჯიშზე. დღეს ვარჯიშის პირველი დღე იყო. დავიღალე, თუმცა ბედნიერი ვარ” – განაცხადა ფეხბურთელმა ”ბარსა ტვ”-სთან საუბრისას.
ამგვარად ”ბარსელონას” 22-ე ნომერი დაბრუნებისთვის კიდევ ერთ ნაბიჯს დგამს წინ. ”ვფიქრობ, რომ ახლა ყველაფერი კარგად წავა” – განაცხადა მან, თუმცა ამავდროულად აბიდალი ფრთხილი და წინდახედულია. მისი სიტყვებით ახლა მთავარი მიზანი ”მუშაობა და ნაბიჯ-ნაბიჯ ტექნიკის გაუმჯობესებაა”.
მას შემდეგ, რაც მან მთებში ფიზიოთერაპევტთან, ემილ რიკარტთან ერთად ივარჯიშა განაცხადა, რომ ახლა უკვე მოედანზე სავარჯიშოდ ხუანხო ბრაუსთან ერთად წავა. ”მე არ ვჩქარობ” – დაასრულა ერიკმა.
[media=http://www.youtube.com/watch?v=TKHEBqzyCsQ]


