მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კლასიკოს ფაქტები და ციფრები

კლასიკოს ფაქტები და ციფრები

 

 – ლა ლიგის ჩატარებული 7 ტურის შემდეგ ”ბარსელონა” მადრიდის ”რეალთან” 8 ქულიან უპირატესიბას ინარჩუნებს.

 

 – მიუხედავად გუშინ ნათამაშები ფრისა ”ბარსელონა” ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას, თუმცა ბურთების უკეთესი სხვაობის გამო, რადგან კატალონიელთა მსგავსად 7 ტურის შემდეგ 19 ქულა აქვს მადრიდის ”ატლეტიკოს”.

 

 – გუშინდელ თამაშში მოედანზე ”ბარსას” 7 ფეხბურთელი თამაშობდა მოედნის ცენტრში: ჩავი, სესკი, ინიესტა, მესი, ბუსკეტსი, მასკერანო და ადრიანო.

 

 – მას შემდეგ, რაც დადასტურდა, რომ პიკე კლასიკოში ვერ ითამაშებდა ხავიერ მასკერანოს ცენტრში ადრიანო შეუწყილდა – კარიერიაში პირველად ითამაშა უნივერსალმა ბრაზილიელმა ამ პოზიციაზე.

 

 – ბურთის ფლობა ”ბარსას” სასარგობლოდ იყო – 64%-36%.

 

 – იმ ფეხბურთელებს შორის, რომლებმაც თამაში ბოლომდე დაასრულეს პედრომ ”ბარსას” მხრიდან ყველაზე ცოტა, 38 გადაცემა გააკეთა, ”რეალის” საუკეთესო მეპასე კი ჩაბი ალონსო (35) იყო.

 

 – მე-7 ტურში ნათამაშები ფრის გამო ტიტო ვილანოვას გუნდმა ჩემპიონატის სტარტზე ზედიზედ მოპოვებული გამარჯვებების რეკორდი ვერ დაამყარეს.

 

 – ”რეალის” მიერ ანგარიშის გათანაბრებამ მიმდინარე სეზონში გუნდის მე-5 ”ქამ-ბექი” გააფუჭა.

 

 – მესიმ კლასიკოში კიდევ 2 გოლი გაიტანა, საერთო ჯამში მას 17 ბურთი აქვს ელ კლასიკოში გატანილი. ამ სეზონში არგენტინელს უკვე 12 გოლი დაუგროვდა, საიდანაც 8 პრიმერაში შეაგდო.

 

 – ”ბარსას” არასდროს მარცხდება, როცა ლეო მესის 2 გოლი გააქვს. ლეო მესის დუბლის დროს გუნდმა მოიგო 70 შეხვედრა და 3 მატჩი ფრე დაასრულა.

 

 – ჩავის ახლა უკვე 35 კლასიკოში აქვს ნათამაშები, რითაც სანტილიანას გაუთანაბრდა. ჩავის 1 შეხვედრის ჩამორჩება იკერ კასილიასი.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში