მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
”ბარსელონა” – ”რეალი”. ტიტო ვილანოვა მატჩის შემდეგ

”ბარსელონა” – ”რეალი”. ტიტო ვილანოვა მატჩის შემდეგ

 

ტიტო ვილანოვა დარწმუნებულია, რომ ”ნოუ კამპზე” დიდებული მატჩი იხილა. ”დღეს ორივე გუნდმა დიდებული სპექტაკლი დადგა და შექმნა საგოლე მომენტები”. ყველაზე მეტად მწვრთნელი საკუთარი ფეხბურთელების სულისკვეთებითაა მოხიბლული: ”ჩვენ შეხვედრაში გამარჯვებას უკანასკნელ წამამდე ვცდილობდით, მე მათი თავდადება მინდა გამოვყო” – განაცხადა მწვრთნელმა სანამ მონტოიას და პედროს საგოლე ეპიზოდებს აღნიშნავადა.

 

ვილანოვამ მატჩის საბოლოო შედეგიც შეაფასა: ”მე ყოველთვის ვფიქრობ, რომ ჩემი გუნდი გამარჯვებას იმსახურებდა და საბოლოო ჯამში ამის გაკეთება შეგვეძლო. საგოლე მომენტები მატინ მონტოიამ და პედრო როდრიგესმა გოლად ვერ აქციეს, თუმცა სეზონის წინ რომ გეთქვათ კლასიკოს შემდეგ 8 ქულიანი უპირატესობა გექნებათო ძალიან კმაყოფილი ვიქნებოდი. მოხარული ვარ ფეხბურთელების ამბიციით და დომინირების სურვილით”.

 

ფსონი ადრიანოზე

 

მწვრთნელმა, რომელსაც მცველების დიდი არჩევანი არ ჰქონდა ცენტრალურ მცველად ადრიანო დააყენა: ”ეს სამწვრთნელო შტაბმა გადაწყვიტა. მე ამის შესახებ მას პარასკევს ვესაუბრე და ყველაფერი ვარჯიშზე შევასრულეთ. მე უნდა მცოდნოდა, რომ რაც მას ავუხსენით მაინ გაიგო, მისი პასუხი კი დადებითი იყო. მას მადლობა მინდა გადავუდახო ამ მიღწევისთვის. ასევე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პიკეს, რომელიც დღეში 3-ჯერ ვარჯიშობდა, რათა კლასიკოსთვის ფორმაში ყოფილიყო. რაც შეეხება ალექს სონგს, მე მას ვენდობი და ეს ნდობა გაგრძელდება. კლასიკო კი არ არის ის შეხვედრა, სადაც მარკ ბარტრას ძირითადში დაყენება მიზანშეწონილი იქნებოდა”.

 

მესის სურვილი გაუმჯობესებისკენ

 

ეჭვგარეშეა, რომ ლეო მესი ”ბარსას” საუკეთესო მოთამაშე იყო გუშინდელ შეხვედრაში: ”ჩვენ არ ვიცით მისი ზღვარი სად არის. თქვენ უნდა ნახოთ როგორ ვარჯიშობს ის ყოველ დღე – ის ცდილობს გაუმჯობესებას. ვფიქრობ, რომ მის მსგავს ფეხბურთელს ვეღარ ვნახავთ. ის მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეა”. რაც შეეხება კრიშტიანუ რონალდუს, ტიტომ განაცხადა, რომ ”ის უფრო მეტად დაფასებული იქნებოდა ლეო მესის პერიოდში რომ არ თამაშობდეს”.

 

როცა ტიტოს მოურინიოს კომენტარზე შეეკითხნენ მსაჯთან დაკავშირებით და პეპს განცხადებაზე, რომ ”ბარსას” მოთამაშეები მსახიობები არიან მწვრთნელი პირდაპირი იყო: ”მან განაცხადა, რომ მსაჯებზე აღარ საუბრობდა, თუმცა კვლავ ისაუბრა. მათი მეორე გოლი ანდრეს ინიესტაზე ძალაინ აშკარა ჯარიმის შემდეგ გავიდა. პეპე? ჩვენ ვიდეო უნდა გავაკეთოთ მისი უხეში თამაშის მომენტებზე. პეპეს რამე აქვს სათქმელი?”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში