– ოფიციალურ ურთიერთშეხვედრებში მადრიდის ”რეალს” 88 გამარჯვება აქვს მოპოვებული, ”ბარსელონას” კი 87. 46 მატჩი ფრედ დასრულდა.
– ”ნოუ კამპზე” გამართულ პრიმერას კლასიკოებში კატალონიელებმა გაიმარჯვეს 47 შეხვედრაში, სტუმრებმა 19 მატჩში და 16 შემთხვევაში ფრე დაფიქსირდა.
– ჩავი კლუბის რეკორდსმენია ჩატარებული კლასიკოების (34) რაოდენობით.
– ალექს სონგმა უკვე იცის რას ნიშნავს მადრიდის ”რეალის” დამარცხება. 2005/06 წლის სეზონში ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში ”არსნელმა” 0-1 იმარჯვა ”ბერნაბეუზე”.
– ჟორდი ალბას მადრიდელების კარი დალაშქრული აქვს, თუმცა იმ შეხვედრაში ”ვალენსია” 3:6 დამარცხდა.
– 1964/65 სეზონის შემდეგ მადრიდის ”რეალს” ზედიზედ 2-ჯერ ”ნოუ კამპზე” არ გაუმარჯვია.
– კარიერის განმავლობაში მოურინიო 10-ჯერ დამარცხდა ”ნოუ კამპზე”.
– 2010 წლის ნოემბერში 5:0 დამარცხება მოურიოსთვის ერთადერთი შეხვედრა იყო, სადაც მისმა გუნდმა 3-ზე მეტი ბურთი გაუშვა.
ლეო მესი და კრიშტიანუ რონალდუ
– ლეო მესიმ 21 შეხვედრა გამართა მადრიდის ”რეალის” წინააღმდეგ: 11 გამარჯვება, 5 ფრე და 5 მარცხი. ამ შეხვედრებში გატანილი 44 გოლიდან 15 მის ანგარიშზეა, საგოლე გადაცემა კი 10-ჯერ გააკეთა.
– ”რეალის” ფეხბურთელის რანგში რონალდუ 15-ჯერ დაუპირისპირდა ”ბარსელონას”: 3 გამარჯვება, 4 ფრე და 8 მარცხი. ”რეალის” 17 გატანილი გოლიდან 8 მის ანგარიშზეა. მას კლასიკოში საგოლე გადაცემა გაკეთებული არ აქვს.
– 15 გატანილი გოლით ლეო მესი მე-2 ადგილს იყოფს რაულთან კლასიკოში საუკეთესო ბომბარდირის დავაში. პირველ ადგილზე ალფრედო დი სტეფანოა (18).
– ”რეალი” ლეო მესის მე-2 საყვარელი გუნდია, მას 18 ბურთი აქვს გატანილი მადრიდის ”ატლეტიკოს” კარში.
– რონალდომ ”ნოუ კამპზე” ჩატარებულ ბოლო 4 კლასიკოში მოახერხა თავის გამოჩენა.



