დღეს, 18 საათზე ტიტო ვილანოვას გუნდმა ”ნოუ კამპზე” ვარჯიში გამართა. ეს ბოლოს წინა სესია იყო მადრიდის ”რეალთან” გასამართ შეხვედრამდე. ეჭვგარეშეა, რომ ყველაზე კარგი სიახლე ვარჯიშზე ხერარდ პიკეს გამოჩენა იყო. სესიას თვალს ადევნებდნენ კარლეს პუიოლი და რივალდო.
ესპანელმა მცველმა ტრავმა ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში, მოსკოვის ”სპარტაკთან” მატჩში მიიღო. სამედიცინო ტესტებმა დაადგინეს, რომ მას მარცხენა ფეხის ტერფი ჰქონდა დაჭიმული, რის გამოც 2-3 კვირის გამოტოვება მოუწევდა. პიკემ აღდგენითი ვარჯიში 19 სექტემბერს დაიწყო და დღეს, ელ კლასიკომდე 24 საათით ადრე მან თანაგუნდელებთან ერთად ივარჯიშა.
ფინალური ვარჯიში კვირას
პირველი გუნდის მწყობრში მყოფ ფეხბურთელებთან ერთად სესიაზე ”ბარსა ბ”-ს ორი მოთამაშე (კრისტიან ტელიო და სერხი რობერტო) იმყოფებოდა. გუნდი ”რეალთან” გასამართ შეხვედრამდე ბოლო ვარჯიშს ხვალ, 11:30 საათზე გამართავს. ფეხბურთელები ვარჯიშის შემდეგ ერთად შეიკრიბებიან, რათა ქალაქის საცობში არ მოჰყვნენ და ზედმეტად არ გადაიტვირთონ.
[media=http://www.youtube.com/watch?v=PAaS6vPrvWE]
სურათები:




