მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რივალდო “კლასიკოს” საყურებლად ჩამოვიდა

რივალდო “კლასიკოს” საყურებლად ჩამოვიდა

ცნობილი ბრაზილიელი ფეხბურთელი, თავდამსხმელი რივალდო, რომელიც ამჟამად ანგოლის “კაბუსკორპში” გამოდის, გადაწყვიტა, რომ 7 ოქტომბერს დაესწროს მადრიდის “რეალისა” და კატალონიის “ბარსელონას” დაპირისპირებას ლა ლიგის მე-7 ტურში. 

 

“ჩამოვედი ბარსელონაში იმ მიზნით, რომ ვუყურო დიდ მატჩს “ბარსელონასა” და “რეალის” მონაწილეობით. ორი მსოფლიოს საუკეთესო გუნდი. მე უბრალოდ მიყვარს ეს ქალაქი.” – დაწერა 40 წლის რივალდომ საკუთარ თვითერზე.

 

შეგახსენებთ, რომ რივალდო “ბარსელონაში” 1997-2002 წლებში გამოდიოდა, იგი ორჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი 1997-1998 და 1998-1999 წლის სეზონში. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში