დღეს ტიტო ვილანოვას ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში დებიუტი ექნება ”ნოუ კამპის” გარეთ. აღსანიშნია ისიც, რომ ამ სტადიონზე ”ბარსელონას” გამარჯვება არ აქვს მოპოვებული და ბოლო 2 ოფიციალურ შეხვედრაში კატალონიელებმა გოლის გატანა ვერ მოახერხეს.
”ბენფიკას” და ”ბარსელონას” ბოლო 2 შეხვედრა ფრედ დასრულდა, ორივე მატჩი უგოლოდ დასრულდა. პირველი შეხვედრა 1991 წელს გაიმართა, მეორე კი 2006 წელს. ამაზე დაყრდნობით ტიტო ვილანოვამ იცის, რომ გამარჯვება ძალიან რთული იქნება, თუმცა ”ჩემს ფეხბურთელებს ახალი გამოწვევების მიღება უყვართ. ვიმედოვნებთ, რომ ამ შეხვედრაში გავიმარჯვებთ”.
”ბენფიკა” – დიდებული გუნდი
”ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი ”ბენფიკას” დიდებულ კლუბად მიიჩნევს და ამიტომაც არ სჯერა ჟოზუშის განცხადების, რომ ის ფრეზე კმაყოფილი იქნება. ”არ ვფიქრობ, რომ ისინი დაცვაში ჩაჯდებიან. თუკი მაინც ეს მოხდება ვერაფერს ვიზამთ, უნდა ვითამაშოთ. ”ბენფიკა” გრანდია. ეს გუნდი ძალიან ძლიერია შეტევაში და ფლანგებზე. ამას გარდა ის სახლში თამაშობს. ამ ტურნირზე 6 შეხვედრაში ბევრი შეცდომის დაშვების უფლება არ გაქვს. ჩვენ ვიცით, თუ რა მნიშვნელობისაა ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრა” – განაცხადა ტიტომ.
აკვირდება პუიოლის, ადრიანოს და ინიეტას ვითარებას
”ბენფიკასთან” მატჩის წინ მწყობრში ჩადგნენ პუიოლი, ადრიანო და ინიესტა. ამას გარდა ტიტო აკვირდება მათ სიტუაციას და ამბობს, რომ ბოლო ვარჯიშზე გამოჩნდება, თუ როგორ არიან მზად თამაშის უფლების მიღების შემდეგ. ”ჩვენ კონსულტაცია გვექნება ფიზიოთერაპევტთან და ამის შემდეგ გადაწყდება, შეძლებს თუ არა რომელიმე მათგანი ძირითად შემადგენლობაში თამაშს”.
ამავდროულად მწვრთნელი წუხს ტიაგოს ტრავმის გამო: ”ეს ”სევილიასთან” მატჩის ყველაზე ცუდი სიახლე იყო. მას ძალიან სურდა დაბრუნებოდა სათამაშო რითმს. ფეხბურთელების დაკარგვა ყოველთვის პრობლემას წარმოადგენს. ის ისეთი ფეხბურთელია, რომელიც მწვრთნელს ისეთი სქემის გათამაშებაში ეხმარება, რომელსაც სხვა ვერ შეასრულებს. იმედი ვიქონიოთ, რომ ის მალე დაგვიბრუნდება”.
სრულად კონცენტრირებულია ჩემპიონთა ლიგაზე
მიუხედავად იმისა, რომ კვირას ელ კლასიკო იმართება ტიტომ ყველას მიახვედრა, რომ გუნდი მხოლოდ ”ბენფიკასთან” მატჩზეა კონცენტრირებული. ”ყველაზე მნიშვენლოვანი შეხვედრა ესაა. მომდევნო შეხვედრებზე საფიქრალად დრო გვეყოფა” – განაცხადა მან. ვილანოვა არ ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ ეს კვირა ძალიან მნიშვნელოვანია გუნდის მომავლისთვის: ”მართალია, რომ ეს მნიშვნელოვანი კვირაა, მაგრამ ოქტომბერი ახალი დაწყებულია. არ ვფიქრობ, რომ ტიტულებთან ახლოს ვართ. ეს კვირა მნიშვნელოვანია შეხვედრების მნიშვნელობის გამო, ტიტულების ბედი კი თუკი ყველაფერი კარგად მიგდის სეზონის ბოლოს წყდება” – დაასრულა ტიტომ.



