workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

check_circle დასრულდა
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 20:30

ბეტისი

ბეტისი ლოგო
2 - 5
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
გომესი 27'sports_soccer ეზალზული 53'sports_soccer ფ. ბერნალი 54'
იამალი 10'sports_soccer როდრი 41'sports_soccer ჟეზუსი 51'sports_soccer ე. გარსია 62'sports_soccer ოლმო 81'sports_soccer
“ბარსამ” ტურეს შემცვლელი იპოვა

“ბარსამ” ტურეს შემცვლელი იპოვა

მსოფლიო ჩემპიონატი არის შანსი ახალგაზრდა ფეხბურთელებისათვის, სრულყოფილად გამოავლინონ თავიანთი ტალანტი.

თუ დელ ბოსკე ხავი მარტინესს მინდორზე შეუშვებს, ეს იქნება უდიდესი გამოწვევა ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის და იგი ყველაფერს გააკეთბს, მისი შესაძლებლობების გამოსავლენად. მარტინესი არის ფეხბურთელი, რომელიც ნებისმიერ წუთს მზად არის ნაკრების დასახმარებლად.

 21 წლის ნახევარმცველი პრიმერას ერთ-ერთი აღმოჩენა გახდა და დელ ბოსკემ უყოყმანოდ წაიყვანა იგი სამხრეთ აფრიკაში. ეს არის ფეხბურთლი კარგი ფიზიკური მონაცემებით, რომელიც თითოეულ მატჩში ბევრს დარბის და უნაკლოდ ამარაგებს პასებით თავდამსხმელებს, რომლებსაც პლეიმეიკერის დახმარება ესაჭიროებათ. ბილბაოში მარტინესს უკვე ადარებენ ვიეირას და ყველანი ეთანხმებიან იმ აზრს, რომ ამ ბიჭს ყველაფერი წინ აქვს.

საჭირო გუნდები უკვე დაინტერესდნენ მარტინესით, “რეალი” და “ბარსელონა”, მაგრამ კატალონიური კლუბი ბოლო პერიოდში უფრო გააქტიურდა, რადგან პეპ გვარდიოლა ამ ნახევარმცველში იაია ტურეს შემცვლელს ხედავს. მარტინესს დიადი მომავლამდე მხოლოდ ერთი ნაბიჯი აშორებს და შესაძლოა, მალე მან კლუბთან მოლაპარაკებების გამართვა მოითხვოს. ბასკური კლუბი წინააღმდეგი არ არის ამ ტრანსფერისა, თუ ისინი დიდ თანხას მიიღებენ… ეს კი უკვე პრობლემაა: “ატლეტიკ ბილბაოს” სურს მარტინესში დაახლოებით 30 მილიონი მიიღოს, მაგრამ “ბარსელონა” მხოლოდ და მხოლოდ 12 მილიონი ევროს გადახდას აპირბეს, იმ ფეხბურთელში, რომლის ყიდვის შემთხვევაშიც, სერხიო ბუსკეტს მოუწევს სათადარიგოთა სკამზე დაჯდომა.

ხავი მარტინესმა, რომელიც იმ ფეხბურთელების რიგს მიეკუთვნება, რომლებიც ვარსკვლავებს თამაშის აწყობაში ეხმარებიან, გუშინ განაცხადა: “ჩვენს ნაკრებში არ არსებობენ ბოსები, ვარსკვლავები ან ლიდერები. ჩვენ ვართ გუნდი, რომლის ყოველი წევრი ერთი მიმართულებით მიდის. თუ ეს ერთიანობა დაირღვევა, მაშინ სასურველი შედეგის მიღწევა გაგვიჭირდება.” როგორც ჩანს, ამ ბიჭმა მართლაც კარგად იცის რა უნდა გააკეთოს და როგორ უნდა ითამაშოს.

 გთავაზობთ ვიდეოს ხავი მარტინესის მონაწილეობით:

[media=http://www.youtube.com/watch?v=rYya-vFV4dU]

წყარო: www.sport.es 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward