კატალონიის “ბარსელონას” თავდამსხმელმა, ლიონელ ანდრეს მესიმ კვლავ მოიგო Onze d’Or-ის ჯილდო, რომელსაც ფრანგული ჟურნალი Onze Mondial ყოველწლიურად ავლენს, იტყობინება ესპანური პრესა.
მესიმ ეს ჯილდო უკვე მესამედ მოიგო და გაუთანაბრდა ისეთ ლეგენდარულ ფეხბურთელებს, როგორებიც ზინედინ ზიდანი და მიშელ პლატინია.
თავად მესიმ Onze Mondial-ის ყურადღება 2009-2011 წლებში მიიპყრო. 2010 წელს კი ჟურნალს გამარჯვებული არ გამოუვლენია.
საბოლოო ჯამში გამოკითხვაში მესიმ “რეალის” ვარსკვლავს, კრიშტიანუ რონალდუს აჯობა, არგენტინელმა ხმების 47,45% მიიღო, ხოლო რონალდუმ 27,95%. მესამე ადგილზე მადრიდის “ატლეტიკოს” კოლუმბიელი ფორვარდი, რადაემელ ფალკაო გავიდა, რომელმაც ხმების 6,10% მიიღო.
დანარჩენი ხმები კი კარიმ ბენზემამ (2,24%), ჩავი ერნანდესმა (1,38%) და მესუთ იოზილმა (1,38%) მიიღეს.