”ბარსელონას” პრეზიდენტმა, სანდრო როსელმა ესპანურ პრესასთან 2012 წლის ”ოქროს ბურთის” შესაძლო მფლობელებზე ისაუბრა.
შეგახსენებთ, რომ ”ოქროს ბურთის” მთავარ კანდიდატებს შორის ფიგურირებს ”ბარსელონას” თავდამსხმელი, ლეო მესი, ”ბარსელონას” ნახევარცმევლი, ანდრეს ინიესტა და მადრიდის ”რეალის” თავდამსხმელი, კრიშტიანუ რონალდუ.
”ჩვენთვის სულ ერთია ”ოქროს ბურთს” ინიესტა მოიგებს თუ ლეო. ორივე მათგანი თანაბრად იმსახურებს ამ ტიტულს. ბოლოს და ბოლოს ფეხბურთი სპორტის კოლექტიური სახეობაა” – განაცხადა როსელმა.
ცოტა ხნის წინ გავრცელდა ცნობა, რომლის მიხედვითაც გამარჯვების ყველა მეტი შანსი მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონს, ანდრეს ინიესტას აქვს.



