მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
”დეპორტივო” – ”ბარსელონა”, 20 ოქტომბერს, 22 საათზე

”დეპორტივო” – ”ბარსელონა”, 20 ოქტომბერს, 22 საათზე

ლა ლიგის მე-8 ტურში ”ბარსელონა” სტუმრად, ”დეპორტივოს” დაუპირისპრიდება ”რიასორის” სტაიდონზე. შეხვედრა 20 ოქტომბერს, 22 საათზე გაიმართება. ტიტო ვილანოვას გუნდი 1 წლიანი პაუზის შემდეგ უბრუნდება ამ სტადიონს, რადგან გასულ სეზონში ”დეპორტივო” სეგუნდა დივიზიონში ასპარეზობდა.

 

პირველი შეხვედრა სანაკრებო მატჩების შემდეგ

 

”დეპორტივოსთან” შეხვედრა სანაკრებო პაუზის შემდეგ გაიმართება. სანაკრებო შეხვედრები 12 და 16 ოქტომბერს იმართება, სადაც ”ბარსელონას” ფეხბურთელების უმრავლესობას მოუწევს თამაშების გამართვა.

 

ახლა ”ბარსელონამ” შემდეგი 5 შეხვედრის გამართვის ზუსტი თარიღი იცის. ამ შაბათს, 22 საათზე გუნდი ”სევილიას” დაუპირისპირდება ”სანჩეს პისხუანზე”. 2 ოქტომბერს გუნდი ლისაბონში, ”ბენფიკას” წინააღმდეგ გამართავს ჩემპიონთა ლიგის შეხვედრას. 7 ოქტომბერს, 19:50 საათზე გაიმართება ”ელ კლასიკო”, რომელიც ”ნოუ კამპზე” ჩატარდება. სანაკრებო პაუზის შემდეგ გუნდი ”დეპორტივოს” შეხვდება. 23 ოქტომბერს კი ”ნოუ კამპზე” სათამაშოდ შოტლანდიური ”სელტიკი” ჩავა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში