”ბარსელონას” ნახევარმცველმა, სესკ ფაბრეგასმა, რომელიც ადრე ლონდონის ”არსენალში” თამაშობდა განაცხადა, რომ ესპანეთის ჩემპიონატი პრემიერ-ლიგაზე ძლიერია.
”რამაც გამაკვირვა ესპანეთში ისაა, რომ ჩემპიონატის მოგება აქ უფრო რთულია, ვიდრე ინგლისში. ”ბარსა” და ”რეალი” იმდენად ძლიერები არიან, რომ ბრძოლა ბოლო ტურამდე მიმდინარეობს. რთულია ამ ტემპის გაძლება. ინგლისში ტიტულისმ მოგება უფრო ადვილია, მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონობისთვის ბევრი გუნდი იბრძვის. იქ თუკი 5-6 შეხვედრას წააგებ მაინც გაქვს ჩემპიონობის შანსი, აქ კი ქულების ნებისმიერი დაკარგვა ფატალური შეიძლება აღმოჩნდეს.
ასევე ესპანეთში გუნდები ტაქტიკურად უფრო კარგად არიან მომზადებულები. აქ რთულად გადის გოლები და გადაცემები, მეტი ზეწოლა და ნაკლები სივრცეებია. ფეხბურთი ინგლისში უფრო მხიარულია, ამიტომაც ის ნაკლებად დაცვითი სტილისაა” – განაცხადა სესკმა.
ფეხბურთელმა ტიტო ვილანოვა და პეპ გვარდიოლა შეადარა ერთმანეთს: ”შეიძლება ითქვას, რომ ვილანოვას განკარგულებაში ჩვენ იგივე სამუშაოს ვაკეთებთ, რასაც პეპის დროს ვაკეთებდით. ვარჯიშები, მატჩებისთვის მზადება, ფიზიკური მზადება, ტაქტიკური სურათი… არაფერი შეცვლილა. ერთადერთი სხვაობა მათ გადმოცემის უნარშია” – განაცხადა ფაბრეგასმა.
”კონკურენცია ”ბარსელონაში” ჩემთვის უფრო რთულია, ვიდრე ესპანეთის ნაკრებში. საქმე ისაა, რომ ”ბარსელონაში” ჩემს პოზიციაზე მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი თამაშობს, ესპანეთის ნაკრებში კი ლეო არ არის” – დაასრულა სესკმა.