მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ალბამ გუნდთან ერთად ივარჯიშა

ალბამ გუნდთან ერთად ივარჯიშა

 

ჩემპიონთა ლგიის შეხვედრაში, მოსკოვის ”სპარტაკის” (3:2) დამარცხების შემდეგ ”ბარსელონამ” ვარჯიში ”სიუტატ ესპორტივას” მე-4 მოედანზე გამართა. ის ფეხბურთელები, რომლებიც ძირითად შემადგენლობაში იყვნენ მსუბუქად იტვირთებოდნენ. გუნდი ემზადება შაბათს, პრიმერას მე-5 ტურში, ”გრანადასთან” გასამართი შეხვედრისთვის.

წინა დღეებისგან განსხვავებით თანაგუნდელებთან ერთად ვარჯიშობდა ჟორდი ალბა, რომელმაც მონაწილეობა ვერ მიიღო ”ხეტაფესთან” და ”სპარტაკთან” გამართულ შეხვედრებში.

”ბარსა ბ”-ს 4 ფეხბურთელი

პირველი გუნდის მწყობრში მყოფ ფეხბურთელებთან ერთად სესიაში მონაწილეობა ”ბარსა ბ”-ს ოთხმა ფეხბურთელმა მიიღო, ესენი არიან კრისტიან ტელიო, სერხი რობერტო, მიგელ ბანუსი და კარლეს პლანასი. სესიაზე არ იმყოფებოდა ჟერარდ პიკე, რომელმაც გუშინდელ შეხვედრაში დაზიანება მიიღო. ტრავმის გამო ასევე გააცდინეს ვარჯიში პუიომა, ინიესტამ, მუნიესამ, აბიდალმა და კუენკამ.

 

სურათები:



ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში