– ”ბარსელონა” და ”სპარტაკი” მესამედ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. ბოლოს ეს 1994/95 წლის ჯგუფურ ეტაპზე მოხდა, როცა ”ნოუ კამპზე” 5:1 გაიმარჯვა ”ბარსელონამ”, ხოლო მოსკოვში შეხვედრა 2:2 დასრულდა.
– ”ბარსელონას” შედეგები რუსულ კლუბებთან ასეთია: 5 გამარჯვება, 5 ფრე და 2 მარცხი.
– ”ბარსა” ევროთასებზე ბოლო 16 მატჩია შინ დაუმარცხებელია. გუნდი ბოლოს რუსულ კლუბთან დამარცხდა, ეს 2009 წლის 20 ოქტომბერს მოხდა, როცა ”ნოუ კამპზე” გაიმარჯვა ”რუბინმა”.
– ”ბარსას” 4 აკლია ევროტურნირებზე მე-800, საიუბილეო გოლამდე.
– ”ბარსამ” ბოლო 8 საშიანაო სასტარტო შეხვედრიდან 7-ში გამარჯვება მოიპოვა. მათ ქულები მხოლოდ ”მილანთან” დაკარგეს, როცა შარშან მატჩი 2:2 დასრულდა.
– ”სპარტაკმა” ჩემპიონთა ლიგის შარნშანდელ გათამაშებაში გასვლაზე 2 მატჩი მოიგო, ხოლო 1 წააგო. მათ დაამარცხეს ”მარსელი” (0-1) და ”ზილინა” (1-2). მარცხი კი მათ ”ჩელსისთან” (4-1) იწვნიეს.
– ”სპარტაკი” რუსეთის ჩემპიონატში 8 ტურის შემდეგ მე-7 ადგილზე, 13 ქულით იმყოფება. მათ კარგად დაიწყეს, 3 შეხვედრაში 3 გამარჯვება, თუმცა შემდეგ 5-0 დამარცხდნენ ”ზენიტთან”. ბოლო 4 მატჩიდან კი გამარჯვება მხოლოდ 1-ში მოიპოვეს.
– უნაი ემერიმ ”ალმერიას” და ”ვალენსიას” მთავარი მწვრთნელის რანგში ”ბარსას” დამარცხება 12 შეხვედრაში ვერ მოახერხა.
– დღევანდელ შეხვედრაში დავიდ ვილია და ჟორდი ალბა ყოფილ მთავარ მწვრთნელს დაუპირისპირდებიან.
– კიდევ ერთი შეხვედრა მოხდება ვალერი კარპინს (”სპრტაკის” სპორტული დირექტორი) და ხოსე მანუელ პინტოს შორის, რომლებიც ერთად ”სელტას” რიგებში ასპარეზობდნენ 1998-2002 წლებში.
– ლეო მესი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ბოლო 4 გათამაშების საუკეთესო ბომბარდირია რუსული კლუბების წინააღმდეგ უძლურია, მას რუსული გუნდის კარი დალაშქრული არ აქვს.


