”ალმერიას” და ”ვალენსიას” ყოფილ მწვრთნელს, ამჟამად მოსკოვის ”სპარტაკის” მესაჭეს არასდროს დაუმარცხებია ”ბარსელონა” 12 შეხვედრაში.
”სპარტაკის” მთავარ მწვრთნელი ხვალ, ”ნოუ კამპზე” სათამაშოდ ახალი გუნდით ჩადის. მას 12 შეხვედრაში არცერთი გამარჯვება არ აქვს ”ბარსელონასთან”. ვერც ”ალმერიათი” და ვერც ”ვალენსიათი” მან ”ბარსას” დამარცხება ვერ მოახერხა. ახლა კი ჩემპიონთა ლიგაში მოსკოვის ”სპარტაკით”, გაგრძელდება მისი ნეგატიური რეკორდი?
ფრეები სახლში, მარცხები გასვლაზე
უნაი ემერის გუნდები ”ბარსელონასთან” შინ ფრეს ხშირად თამაშობენ, ”ნოუ კამპზე” კი სულ მარცხდებიან. ერთადერთი გამარჯვება ”ბარსელონამ” გასვლით შეხვედრაში უნაი ემერის გუნდის წინააღმდეგ 2010/11 წლის სეზონში მოიპოვა, როცა 1:0 დაამარცხა ”ვალენსია” ”მესტალიაზე”.
”ნოუ კამპზე” უნაი ემერის გუნდებს ძალიან ცუდი სტატისტიკა აქვთ. მათ 6 შეხვედრიდან ყველა დათმეს, გაუშვეს 18 გოლი და გაიტანეს მხოლოდ 2. ”ნოუ კამპზე” ემერის გუნდი ბოლო 2 წლის განმავლობაში ”ბარსელონას” პრობლემას უქმნიდა. მისი გუნდი ორივე შეხვედრაში წინ გაიჭრა, თუმცა გამარჯვება მაინც ”ბარსელონას” დარჩა.
ტიტო და ემერი პირისპირ
ეს არ იქნება პირველი დაპირისპირება ტიტო ვილანოვას და უნაი ემერის. ფეხბურთელების რანგში ისინი 4-ჯერ დაუპირისპირდნენ სეგუნდა ბ-ში. 2 მათგანი ტიტო ვილანოვას გამარჯვებით დასრულდა, 1 ფრედ და 1 უნაი ემერის გამარჯვებით.
P.S. ესეც ჩემი 2300-ე სიახლე ბარსამანიაზე



